ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ლევან ჩაჩუას სასამართლო პროცესი ხვალ განახლდება. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის 4 მოწმე დაიკითხა, მათ შორის რაულ უსუპოვის მამა და სოფლის რამდენიმე მოლა, რომლებმაც უსუპოვის ცხედარი მუსლიმური წესების მიხედვით განბანეს.
საქმის პროკურორის რევაზ ნადოის თქმით, მოწმეები ადასტურებენ, რომ გარდაცვლილს გულმკერდის ზედაპირზე დაზიანებები აღენიშნებოდა.
ჩაჩუას ადვოკატის თქმით კი, საქმეში არსებული ვიდეო და ფოტომასალა არ აღწერს აღნიშნულ დაზიანებებს.
„გამოვრიცხავ დაზიანების ფაქტებს გულმკერდის არეში. ასეთი რამ არ ფიქსირდება, ექსპერტიზის ჩატარების დროს რაიმე მსგავს საეჭვო უბანს ადგილი არ ქონია“, - განაცხადა ზურაბ ტაბიძემ.
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილი გამგე პროკურატურამ სამსახურებრივი 2014 წლის 20 მარტს დააკავა.
მასალის გამოყენების პირობები






