კომპიუტერული თამაშები და მოზარდი
ლექსო, 15 წლის: “ორი წელია, რაც C.S.-ს (ქაუნთერი) ვთამაშობ, ჯგუფები ეჯიბრებიან ერთმანეთს, ამ თამაშის შესახებ გავიგე ინტერნეტის საშუალებით, ძალიან დამაინტერესა. თამაშის დროს მუღამში შევდივარ რომ ვინმემ არ მაჯობოს ადამიანების მკვლელობაში. დღეში 8 საათს ვთამაშობ. ვთვლი, რომ ერთგვარად დამოკიდებული ვარ და შეიძლება ითქვას, უფრო აგრესიულიც გავხდი”.
ირაკლი, 16 წლის: “მე GTA-ს (Grand Theft Auto-მანქანების დიდებული ქურდობა) ვთამაშობ, უკვე 4 წელია. მასში ის მიზიდავს, რომ ვასრულებ მისიებს და შემიძლია მქონდეს მოტო, მანქანა და ა.შ. სწორედ ამიტომ, სულ მინდა ვაკეთო ის, რაც თამაშში ხდება. დღეში 4-5 საათს ვთამაშობ”.
ფსიქოლოგი ბავშვებს და მათ მშობლებს რჩევებს აძლევს: 1. რამდენად საზიანოა ბავშვის ფსიქიკისთვის ის კომპიუტერული თამაშები, სადაც ძალადობაა?
ხათუნა ლებანიძე (ფსიქოლოგი): ბავშვობის პერიოდი არის სამი წლიდან 16 წლის ჩათვლით, ამ პერიოდში ხდება ბავშვის ფსიქიკის ჩამოყალიბება. პიროვნების ფსიქიკის ჩამოყალიბებისათვის საჭიროა სასიამოვნო სოციალური გარემო. ის თამაშები, სადაც ძალადობაა, პიროვნების ჩამოყალიბებისათვის ვერ მოგვცემს ნაყოფიერ ნიადაგს, ვინაიდან მძაფრი სიუჟეტების აღქმა ბავშვის ფსიქიკისთვის საზიანოა. ამ დროს, განსაკუთრებით 10 წლამდე ბავშვებში, ყალიბდება ჰიპერ აქტიურობა ანუ ყურადღების დეფიციტი, ბავშვი კარგავს სწავლის ხალისს, სკოლაში გამოირჩევა ცუდი ყოფაქცევით, უჭირს ათვისება და ა.შ.
შედარებით რთული გარდატეხის პერიოდია 10-დან 16 წლამდე, ამ ასაკში მიღებული ნებისმიერი ცოდნა გავლენას ახდენს პიროვნების ფსიქიკის განვითარებაზე, ამ პერიოდში ასეთი თამაშებით დაკავებული ბავშვები ხდებიან აგრესიულები, არა მარტო თანატოლების მიმართ, არამედ ოჯახის წევრების, მასწავლებლების და ზოგადად, საზოგადოების მიმართ. ისინი მუდმივად კონფლიქტში არიან საზოგადოებასთან, აღენიშნებათ ასაკისათვის შეუსაბამო უყურადღებობა, იმპულსურობა, ხშირია ნევროზი, რომელიც გამოწვეულია ამგვარი თამაშებისადმი მძაფრი დამოკიდებულების განცდით.
ბავშვებში ამგვარი დამოკიდებულება თამაშისადმი შეიძლება გამოწვეული იყოს არასრულფასოვნების კომპლექსით და სწორედ ამ თამაშებით სურთ თვითრეალიზაციის მოხდენა.
ხშირია ბავშვთა ზოგიერთი ანომალიური ფსიქიური მოქმედებანი, სადაც ყურადღების დეფიციტის მიზეზი ნებისყოფის შეკავების სუსტი უნარი და არასწორი მორალური კონტროლია. ანუ ადვილად სჩადიან ცუდ საქციელს და პასუხისმგებლობაც არ აქვთ, ხშირად, არაადეკვატურები არიან. 2. რა რჩევებს მისცემდით ბავშვებს, რომლებიც თამაშობენ ამ ტიპის თამაშებს?
- ვინაიდან თითოეული ადამიანის დანიშნულება არის სწრაფვა პიროვნული სრულყოფისაკენ ე.ი. დადებითი პიროვნების ჩამოყალიბებისაკენ, აუცილებელია, მათ თავისუფალი დრო სასიამოვნო და მათთვის ნაყოფიერ საქმიანობას მოანდომონ. ასეთი სახის თამაშებით დაკარგული დროით ისინი ვერ იქნებიან წარმატებული ადამიანები, ვერც საზოგადოებაში და ვერც სკოლაში. ეს დრო სჯობს მოახმარონ სულიერ ცხოვრებას. ნუ იქნებით დამოკიდებულები ამგვარ თამაშებზე, ზიანის მეტს არაფერს მოგიტანთ.
3. ასეთ დროს დიდია მშობლის ფუნქცია. როგორ უნდა მოიქცეს ის?
- მშობლებმა აუცილებლად უნდა აუხსნან ბავშვებს, რომ ეს თამაშები საზიანოა მათთვის, არარელიგიურია. უნდა გაუწიონ ხშირი კონტროლი, თუ რას თამაშობს ბავშვი. აუცილებელია, შვილებთან ხშირი კონტაქტი. ბავშვს არ უნდა დარჩეს ამ თამაშებისათვის დრო. საჭიროა გარკვეული ლიმიტის დაწესება, ბავშვისა და კოპიუტერთან კონტაქტის შემთხვევაში. ასევე საჭიროა წახალისება, რომ ბავშვმა ყურადღება გადაიტანოს სხვა რამეზე.
მნიშვნელოვანია, პედაგოგის როლიც. მასწავლებელმა და მშობელმა ერთობლივად უნდა შეიმუშაონ სტრატეგია.
საჭიროა მშობელმა ადრეულ ასაკშივე გაიგოს საკუთარი შვილის ინტერესები, რადგან ბავშვის ფსიქიკა ადვილად სამართავია და მშობელს საშუალება ექნება თავიდან აიცილოს შემდგომში ამგვარი მავნე დამოკიდებულება.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა






