ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიამ უკრაინის ქალაქ მაკეევკას მახლობლად მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შენიშნა. ქვეყნის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს საინფორმაციო ანალიტიკური სამსახურის სპიკერის განცხადებით რუსეთი უკრაინის საზღვრისპირა რეგიონების უპილოტო საფრენი აპარატურით და ვერტმფრენებით დაზვერვას განაგრძობს
სეპარატისტები აცხადებენ, რომ სამხედრო ტექნიკა მათ ეკუთვნით, უკრაინის მთავრობაში კი ამბობენ, რომ ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში რუსული სამხედრო ტექნიკა შეჰყავთ.
ანდრე ლისენკოს განცხადებით ამის პარალელურად რუსეთის ფედერაცია კვლავ აგრძელებს დონეცკის რაიონში ცოცხალი ძალის, საბრძოლო ტყვია-წამლის, ტექნიკისა და დაქირავებული მებრძოლების კონცენტრირებას. ლისენკოს ინფორმაციით უახლოეს დღეებში დაგეგმილია მასშტაბური პროვოკაციები, დივერსიული და ტერორისტული აქტების განხორციელება, რაც რუსეთის ფედერაციას უკრაინის ტერიტორიაზე ე.წ. სამშვიდობო ძალების შეყვანისთვის სჭირდება.
ლისენკოს ინფორმაციის პარალელურად საინფორმაციო წინააღმდეგობის ცენტრის წარმომადგენლის დიმიტრი ტიმჩუკის ინფორმაცით რამოდენიმე დღეა დონეცკელ „ბოევიკებს“ შორის გავრცელდა ინფორმაცია, რომ 10 ნოემბერს უკრაინულ პოზიციებზე ფართომასშტაბიანი შეტევა უნდა დაიწყოს.
მასალის გამოყენების პირობები






