ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ალკოჰოლური სასმელის, ცქრიალა ღვინოს და მინერალური წყლის ფალსიფიკაციის ფაქტზე დაკავებულები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები, ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელის დასამზადებლად იყენებდნენ სხვადასხვა ესენციას და დაბალი ხარისხის სპირტს, ხოლო „ბორჯომის“ დასამზადებლად იყენებდნენ ონკანის წყალს, სოდას, მარილს, იოდს, აირს და წინასწარ შეგროვებულ 0,5 ლიტრიან ბოთლებში ასხამდნენ.
ფალსიფიცირებული სასმელების რეალიზაცია ხდებოდა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სავაჭრო ობიექტზე. კუსტარული საწარმოს ჩხრეკის შედეგად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული პროდუქცია და მანქანა დანადგარები.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 1-დან 3 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები






