განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია
სამართალი - 13:09, 09 Nov, 2014     960
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა პირველი სამმართველოს ბაზაზე 185 წვევამდელის ფიცის დადების საზეიმო ცერემონია გაიმართა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე პოლიციის გენერალ-მაიორი ვახტანგ გომელაური წვევამდელთა ფიცის მიღებას დაესწრო, ჯარისკაცებს სამხედრო სამსახურის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. ახალწვეულებმა საბრძოლო უნარების დემონსტრირება ჩაატარეს.

წვევამდელები ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტში გაივლიან, შესაბამისი წვრთნების შედეგად სამხედრო საქმიანობას შეისწავლიან და პროფესიონალი ჯარისკაცისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს შეიძენენ. ასევე მონაწილეობას მიიღებენ სპორტულ ღონისძიებებში. ახალწვეულები უზრუნველყოფილი იქნებიან უფასო სამედიცინო მომსახურებით, უფასო კვებით და ისარგებლებენ მოკლევადიანი შვებულებით.

სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ წარჩინებული ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები, შესაბამისი კონკურსის გავლის შემთხვევაში, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფებში დასაქმდებიან. ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ, წვევამდელთა ოჯახის წევრებს საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ თუ რა პირობებში იმსახურებენ მათი შვილები.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42