ერთი სიყვარულის ამბავი: ჟერარ დეპარდიე და კაროლ ბუკე
საზოგადოება - 12:28, 08 Jan, 2013     2487
როგორ გაუძლებდა დეპარდიე ასეთ საცდურს?! მგზნებარებითა და ტემპერამენტით ლამაზმანის თაყვანისცემას ცდილობდა, მაგრამ კაროლმა რევერანსებს არ უპასუხა. არც დეპარდიეს ჰქონდა სერიოზული ურთიერთობის განწყობა: ცოლიანი იყო და ოჯახიდან წასვლას არ გეგმავდა.

ბანკეტზე, რომელიც გადაღებების დასრულებას მიეძღვნა, მათ პირველად აწიეს ბოკალები მეგობრობისა და გაცნობისთვის. უცნაურია, მაგრამ იმ მომენტიდან თითქმის ყოველ ხუთ წელიწადში შეხვდებიან ერთმანეთს მორიგი ფილმის გადაღებაზე. რაღაც საერთო მაინც ჰქონდათ – ორივე შემთხვევით გახდა მსახიობი.



ცუდად რომ ხართ, მაშინაც გაიღიმეთ
დეპარდიეს პროვინციულ ღატაკ ბავშვობაში მინიშნებაც კი არ იყო იმაზე, რომ როდესმე იქიდან თავს დააღწევდა და მით უმეტეს – კინოვარსკვლავი გახდებოდა. ლოთების ჩხუბში დაღუპვა ან ციხეში თავის ამოყოფის პერპექტივა გაცილებით რეალური ჩანდა. უფულო მშიერი ომისშემდგომი წლები სრულად აისახა მის ოჯახზე, რომლის ერთადერთი მარჩენალი მამა იყო. დეპარდიე-უფროსს პატარა ქალაქ შატორუში არცთუ ცუდ გადამხურავად და ძალიან “კარგ” მსმელად იცნობდნენ. სამუშაო საკმარისი არ იყო, ამიტომ მამა მიემგზავრებოდა ხოლმე. დედა ბავშვებთან მარტო რჩებოდა – 6-ნი იყვნენ! ძალა და ყურადღება ყველას არ ყოფნიდა, ოღონდ პატარებისთვის მოევლო. 12 წლის ასაკისთვის შეუფერებლად მოწიფულმა ჟერარმა უკვე ბევრი რამ შეიცნო.

იტაცებდა ავტომობილებს, ქურდობდა, ერთობოდა მარიხუანით და უყვარდა ქალები, რომლებიც მასზე უფროსი და გამოცდილი იყვნენ, თანატოლები ამ დროს თოჯინებით თამაშობდნენ. ხშირი იყო ამერიკელ ჯარისკაცებთან ჩხუბი – მათი ბაზა შოტარუსთან ახლოს იყო განლაგებული. ერთხელაც 16 წლის ჟერარი საავადმყოფოს საწოლში თავის უმძიმესი ტრავმით აღმოჩნდა. სასწაულებრივად გამოკეთდა და უეცრად მიხვდა, რომ ასე ცხოვრება არ სურდა. იყიდა ბილეთი პარიზამდე და, ახლობლებთან დაუმშვიდობებლად – რომ არ გადაეთქმევინებინათ, გაემგზავრა. სადგურზე დეპარდიე შემთხვევით მეგობარს შეხვდა, რომელიც სამსახიობო კურსებზე სასწავლად მიემგზავრებოდა და ჟერარიც აიყოლია. დეპარდიე არც კი დაფიქრებულა.

იღბალს უყვარდა მსახიობი და კინოშიც თავის დროს მოვიდა. ამას მიმატებული ბუნებრივი ნიჭმა და დამახასიათებელმა გარეგნობამ დაასვა ბეჭედი მის სამსახიობო ტრიუმფს. იმავე სამსახიობო კურსების წყალობით ჟერარმა თავისი მომავალი ცოლი გაიცნო – ელიზაბეტ გუინოტი. ერთი ნახვით შეუყვარდა.

ელიზაბეტი საუნივერსიტეტო განათლებითა და შესანიშნავი ინგლისურით, დიდ გავლენას ახდენს დეპარდიეზე, რომელმაც მხოლოდ 6 კლასი დაამთავრა და ისიც,ვაივაგლახით. 1970 წელს ისინი დაქორწინდნენ და ერთად 26 წელი იცხოვრეს. ბავშვების – გიიომისა და ჟიულის – აღზრდა, ძირითადად, ელიზაბეტმა აიღო თავზე, ჟერარი კი ხშირად არ იყო სახლში, წლიდან წლამდე სამუშაო გრაფიკი სულ უფრო იტვირთებოდა.

ფემინისტების მონასტერი
კაროლი – აქაც სრულიად საპირისპიროა. როცა გოგონას 4 წელი შეუსრულდა, მისი ლამაზი დედა ოჯახიდან წავიდა, ორი გოგონა მამას ნიული-სიურ-სენას პატარა ბინაში დატოვა. მამამ კაროლ დომინიკელების მონასტერში მიაბარა, ვარაუდობდა რა, რომ მონაზვნები მასზე იზრუნებდნენ. და მართლაც, კაროლი იქ კარგად ცხოვრობდა, თავს მარტო არასდროს გრძნობდა. მონასტერში ასწავლიდნენ თავშეკავებულობას, როგორ არ უნდა ეჩვენებინა ემოციები, მხოლოდ საკუთარი თავის იმედი ჰქონოდა, მამაკაცის იმედად არასდროს დარჩენილიყო. კარგად აითვისა ყველაფერი, რასაც მონაზვნები ყველაზე დიდი ფემინისტები, რომლებსაც ცხოვრებაში შეხვედრია, ასწავლიდნენ. შემდეგ კაროლი ხშირად გაიხსენებს ჯადოსნურ არდადეგებს – როცა დასთან ერთად დედის მოსანახულებლად საფრანგეთის სამხრეთით ზღვისკენ მიემგზავრებოდნენ.

მეხსიერებაში აქამდე შემორჩა ევკალიპტის, მიმოზისა და წიწვების სურნელი. მაშინ მეყვავილის წყნარ და მოკრძალებულ პროფესიაზე ოცნებებოდა. მაგრამ ნაცნობთა შორის აღმოჩნდა რეჟისორი სერჯიო მოატი, რომელმაც შეძლო ნორჩი ლამაზმანის თეატრალურ გამოცდების ჩაბარებაზე დაყოლიება. მიიღეს! მალე ლუის ბუნუელმა შენიშნა და ფილმში “სურვილის ბუნდოვანი ობიექტი” როლი შესთავაზა. სურათს დიდი წარმატება ერგო წილად, “ოსკარითაც” დააჯილდოვეს. ასეთი დებიუტი შედგა.

სამსახურეობრივი რომანი
ალბათ, არსებობს რაღაც პროფესიონალური კანონზომიერება იმაში, რომ ბუკე და დეპარდიე ერთმანეთს გადასაღებ მოედანზე კვლავდაკვლავ ნახავენ. იქნებ ბედი ამზადებდა ერთობლივი ცხოვრებისთვის, ტანჯავდა გრძნობებს, ამოწმებდა, ღირს თუ არა ამ ყველაფრის წამოწყება... ბერტრან ბლიე 1984 წელს მუშაობდა ფილმზე “ნაპირი მარჯვენა, ნაპირი მარცხენა”. დეპარდიე და ბუკე ისევ შეხვდნენ ერთმანეთს. იმ დროისთვის დეპარდიემ უკვე ბევრი რამ იცოდა კაროლზე. იცოდა, რომ ჟან-პიერ რასანის ნარკომანის ცოლია, ქმარს არ გაუბედნიერებია. იცოდა, რომ ქმრის გარდაცვალების შემდეგ ვაჟიშვილებთან – დიმიტრისთან და ლუისთან ცხოვრობდა პარიზის ახლოს. ბავშვები და საქმე – მისი მთავარი საზრუნავი.

რა თქმა უნდა, ბუკესაც გაუხარდა ახალი შეხვედრა. დეპარდიე მიუხვდა მის მარტოობასა და წუხილს, მიუხედავად იმის, რომ ქალი ცდილობდა, დაეფარა განწყობა. ისეთი ყურადრებით, სინაზითა და მზრუნველობით აავსო, რომ კაროლმა მალე იგრძნო თავი ძლიერად, იგრძნო სიყვარულის სურვილი. რამდენი ბედნიერი დღე გაატარეს ერთად! ქალმა იცოდა, რომ კაციც ბედნიერი იყო. მაგრამ... რომანი სამსახურეობრივად დარჩა. გადაღებები დასრულდა და ისინი თავიანთ ცხოვრებას დაუბრუნდნენ. კაროლს უმძიმდა ჟერარის გარეშე ცხოვრება, მაგრამ არც მისი ოჯახის დანგრევა სურდა. ჯერარიც უფრთხილდებოდა ოჯახს, თუმცა ელიზაბეტის ერთგული უკვე აღარ იყო. დიდი ხანია კოლეგა-მსახიბებს ეჭირათ მასზე თვალი. აღფრთოვანებით საუბრობდნენ კატრინ დენევი, შერონ სტოუნი – მათ კი დაეჯერებათ. თავადაც აფასებდა ქალურ სილამაზეს.


სიყვარულის მრავალწახნაგა
სულ ცოტა დრო გავიდა, და ჟერარს - ”თავადაც რომ არ ელოდა”, - 17 წლით უმცროსი სენეგალელი მოდელი კარინ სილუ შეუყვარდა. საერთოდ, კარინს რომანი ახალგაზრდა მსახიობ ვინსენტ პერეზთან ჰქონდა გაჩაღებული, სერიოზულად ფიქრობდნენ ქორწილზეც. მაგრამ ბედნიერი ოჯახური ცხოვრების შანსი იმ მომენტისთვის ვინსენტს არ ჰქონდა: მეტოქედ ჟერარ დეპარდიე მოევლინა. კარინმა მალე მისგან ქალისვილი როქსანა გააჩინა. ამის შემდეგ დეპარდიეს ოჯახური ცხოვრებას დიდი ნაპრალები გაუჩნდა, ხოლო ცხელი სენეგალელი საქმროს დაუბრუნდა და ქორწილში ამ უკანასკნელის მეჯვარე ჟერარ დეპარდიე გახდა – მამაკაცურმა სოლიდარობამ იმძლავრა.

ამ ამბებზე კაროლ ბუკეს რეაქცია ისეთივე იყო, როგორც დეპარდიეს მეუღლის. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ კაროლს არ შეეძლო იმის დაჯერება, რომ ჟერარმა უღალატა.

მომდევნო შეხვედრა 1989 წელს კვლავაც ბლიეს ფილმზე - ”ზედმეტად ლამაზი შენთვის” შედგა. მეუღლეებს თამაშობდნენ. ამ ფილმის შემდეგ ბუკეს საფრანგეთის ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობი ქალი უწოდეს. ჟერარის გვერდით ცუდად თამაში არც შეეძლო. იმ ხნის მანძილზე, რაც ერთმანეთიარ ენახათ, კაროლი “შანელის” სახე გახდა. უზარმაზარი სარეკლამო ბანერები ყველგან ეკიდა. დეპარდიე, უყურებდა მათზე გამოსახულ კაროლს, და უკვირდა რომ მასთან ასე თბილი, რბილი და უბრალო კაროლი აქ მიუწვდომელ ყინულის დედოფლად იყო წარმოდგენილი. ენატრებოდა, მის გარეშე წყინდებოდა, მაგრამ ეძებდა შეხვედრის შემთხვევას.

ბევრი რამ ჰქონდა საამბობი. ძველებური XII საუკუნის ციხე-სიმაგრისა და ვრცელი დაბის მფლობელი გახდა ლუარას ველზე, სადაც სიამოვნებით დამპატიჟებდა მას. დეპარდიე სერიოზულად გაიტაცა მეღვნინეობამ. კიდევ, როგორც იქნა დადგა პირველი სურათი – “ტარტიუფი”, რომელშიც მთავარი როლი ითამაშა. მოინახულა კუბა – ფიქრობდა ნავთობით ვაჭრობას. მრავალფეროვანი ინტერესები ჰქონდა.

...ხვდებოდა, რომ ტკივილი მიაყენა, ცდილობდა, გამოესყიდა დანაშაული. კაროლის გულმა ვერ გაუძლო, ხედავდა, რა გულწრფელად განიცდიდა, ხვდებოდა, რომ ბოლო წლებში უმძიმდა. საერთო გეგმებს აწყობდნენ – რესტორნის გახსნა, ქველმოქმედება... მაგრამ გეგმები გეგმებად, და ერთად ცხოვრება მაინც ვერ გაბედეს. რაღაც არაჩვეულებრივი უნდა მომხდარიყო, რომ გახანგრძლივებულ სიშორეს ბოლო მოღებოდა...

პარიზი - ჰოლივუდი
1994 წელს დეპარდიე ჰოლივუდში მიიწვიეს, იმ დროისთვის მისმა დიდებამ ოკეანე გადალახა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჟან-პოლ რაპნოს “სირანო დე ბერჟერაკი” გამოვიდა. პოეტის, ჯარისკაცის, შეყვარებულის როლი – მსახიობისთვის უსაყვარლესია. თავის უკანონო შვილსაც კი მისი გმირის სახელი უწოდა. ”სირანო დე ბერჟერაკი ჩემთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ყველა ჩემი ნათამაშები როლი, ის იტანჯებოდა მოზარდის კომპლექსებით, მაგრამ არ სურდა მათთან შერიგება. მეც მაშინ გავხდი მსახიობი, როცა ყველა დამნაშავეს მეძახდა". ფილმმა ოსკარი, კანის ოქროს პალმის რტო და ოქროს გლობუსი მიიღო. ასეთი ტრიუმფის შემდეგ დეპარდიემ ჰოლივუდის მიწვევა მიიღო. ბევრს მუშაობდა და ხშირად ურეკავდა ყოფილ ცოლს, ეკითხებოდა შვილებზე. ბუნებრივია, ურეკავდა კაროლსაც. რაზე საუბრობდნენ? არაფერზე განსაკუთრებულზე, მთავარია – გაიგონო ხმა, ყველაზე უბრალო ამბები გაიგო, მოყვე სამსახურსა და საკუთარ თავზე.

და აი, ასეთი მშვიდი და ჭკუადამჯდარი კაროლი, ყინულის დედოფალი, ვნებისა და უგონო გატაცების მოძულე, ჰოლივუდისკენ იღებს გეზს. რამე როლი უნდა მიეღო ჟერართან შესახვედრად, რადგან მხოლოდ გადასაღებ მოედანზე ხვდებოდნენ. მიიღო კიდეც შეთავაზება – არასაკადრისი მისთვის, უარი თქვა პრინციპებზე, მორალზე, აღარ ანაღვლებდა, რას ილაპარაკებდნენ. რა მნიშვნელობა ჰქონდა? – ოღონდ გვერდით ყოფილიყო.

ერთხელაც მიხვდები...
კაროლი ამერიკაში ჩაფრინდა. დეპარდიეს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა, ვერც კი ივარაუდებდა, რომ ასე ცუდად და მარტო იგრძნობდა თავს მის გარეშე. სიხარული არ იყო ხანგრძლივი – ვიღაცამ უამბო, რომ ერთ-ერთი დიდი კინომოხელე კაროლის საყვარელი გახდა, ამიტომ დაპატიჟეს ჰოლივუდში. დეპარდიე ღრიალებდა ტკივილისა და მრისხანებისგან, როგორც დაჭრილი მხეცი. იმ დროს სჯობდა, არ შეხვედროდა არავინ, მზად იყო ნებისმიერი შემხვედრი დაეხრჩო. რატომ გააკეთა ეს კაროლმა? იმიტომ, რომ ძალიან ცუიდად იყო მის გარეშე, არ შეეძლო მარტოობა. ამან უცნაურად დააახლოვა და განცდილის შემდეგ ერთმანეთს აღარ შორდებოდნენ.

არანაირი განცხადება თავიანთ გრძნობებზე არ გაუკეთებიათ და ყველა ინტერვიუში მოხერხებულად უვლიდნენ გვერდს თავიანთ ურთიერთობას. უბრალოდ უყვარდათ ერთმანეთი, უვლიდნენ ვენახს (კაროლიც გაიტაცა ამ საქმიანობამ), ქმნიდნენ ახალ ღვინოებს, თამაშობდნენ ფილმებში. არ სჭირდებოდათ სიყვარულზე საუბარი – ამ სიყვარულით ცოცხლობდნენ. ჟერარი კაროლთან ოჯახის შექმნაზე ოცნებობდა, ცოლობას სთავაზობდა. რა თქმა უნდა, კაროლი თანახმა იყო, მაგრამ მტკიცედ ამატებდა – თუკი ყველა ჩემს პირობას შეასრულებო. მან შეასრულა, მაგრამ ქორწილი არ ყოფილა, ერთ სახლში კი ცხოვრობდნენ.

დეპარდიეზე ამბობენ “მასში მაგმა ბუყბუყებსო”. მისი დამაგრება შეუძლებელია... თავშეკავებული ბუკესთვის გაუგებარი იყო, როგორ შეიძლებოდა სხვისი გრძნობებით ასე თამაში. მშვიდი და ყველაფერში ზომიერი – ასეთი დეპარდიე ვერ იქნებოდა, უბრალოდ, ორგანიზმის ქიმიური შემადგენლობა აქვს სხვა. კაროლს კი მშვიდი, წყნარი და ჰარმონიული სიყვარული ურჩევნია. ისეთებისთვის, როგორიც ჟერარია, დედამიწა პატარაა, ხოლო კაროლისნაირები დედამიწის წესრიგზე აგებენ პასუხს. შესაძლოა ამაში იმალება მათი განშორების მიზეზი? ან იქნებ მიზეზი დეპარდიეს დონჟუანური სიის გამოქვეყნებაა? იქნებ, ზედმეტად დიდხანს ცხოვრობდნენ ერთმანეთზე ოცნებით და ეს ოცნება არ დაემთხვა რეალობას?

ჭორები მსახიობების რთულ ურთიერთობაზე უკვე დაირხა. ერთხელ დეპარდიემ უეცრად შეწყვიტა დასვენება და მარტო გაფრინდა პარიზში. თუმცა გამგზავრების აუცილებლობა არ იყო. კაროლი მამულში დარჩა, ის სიტყვებიც ახსენდებოდა, ვიღაცამ რომ უთხრა: ”ჟერარი იმიტომ აირჩიე, რომ ვინმე არსებობდეს, ვისთანაც მთელი ცხოვრება ბრძოლა მოგიხდება. ისევე აირჩიე, როგორც ვულკანური კუნძული, რომელზეც შენი ვენახი მოგყავს”. მართალიც იყო, ყოველთვის რისკავდა, მაგრამ სხვაგვარად სუფთა ჰაერსაც ვერ ჩაისუნთქვავდა. დეპარდიესადმი სიყვარულიც ნამდვილი უნდა ყოფილიყო. მეორე დღეს პარიზში გაფრინდა და თმა მოკლედ შეიჭრა. მშვენიერი წაბლისფერი თმა, რომელიც ასე უყვარდა ჟერარს, კულულებად დაიყარა იატაკზე.

დარჩენილი გემო
ოფიციალურად ჟერარ დეპარდიემ და კაროლ ბუკემ განშორებაზე 2005 წელს განაცხადეს. კაროლმა მხოლოდ ის თქვა: ძალიან მიყვარდა, მაგრამ დავშორდითო. განშორებაზეც ისე უხალისოდ საუბრობდნენ, როგორც ერთობლივ ცხოვრებაზე. ჟერარმაც ერთხელ თქვა: ”კაროლს მხოლოდ ერთი ნაკლი აქვს – ეჭვიანია”. რა თქმა უნდა, რთულია, მასზე არ იეჭვიანო. დღემდე სექს-სიმბოლოდ თვლიან ქალები და ყურადღებას არ აკლებენ. საფრანგეთის ეროვნული განძის სიყვარულიც არაა მაინცდამაინც ადვილი.

მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა შეინარჩუნეს. ერთობლივ მფლობელობაში პარიზის ცენტრში ორი რესტორანი აქვთ. კაროლმა ინტერიერი გააფორმა, ჟერარი კი ღვინით ამარაგებს.

...განშორებიდან ერთი წლის შემდეგ, 2006-ში, დეპარდიემ თავისი ახალი ღვინის პრეზენტაცია მოაწყო – კაროლ ბუკე ლა კრუა დე პეიროლი დაარქვა – მსუბუქია, ოდნავ მწკლარტე, გემოთა რთული შერწყმაა და მსუბუქი ნაზი არომატი აქვს. რაც მთავარია – ხანგრძლივად ტოვებს რბილ გემოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42