ხომ არ ვბრუნდებით 90-იან წლებში?
პოზიცია - 12:02, 08 Jan, 2013     1425


მინდა დავიწყო იმით, თუ როგორ ყრიდნენ მილიონებს კონცერტებზე და ამ დროს კი ქვეყანა შიმშილობდა (მართლა ბევრი გაჭირვებული ოჯახი კი გვყავს), ხან ვინ ჩამოჰყავდათ, ხან ვინ, ზოგი ისეთი მომღერალიც კი ჩამოიყვანა ვისაც საკუთარ სამშობლკოში დაბალი რეიტინგი ჰქონდა-ზატო ლამაზი, ეშხიანი და სექსუალური ქალია (ნუ ეხლა მამაკაცთა საყურადღებოდ, ასეთ ქალთან ფლირტის გასაბმელად ვინ არ გამოიყენებდა თავის „სამსახურებრივ თანამდებობას“ აღიარეთ აბა?).

 


მაგრამ აქცენტს ამაზე არ გავაკეთებ, არამედ მხოლოდ „კონცერტებში გადაყრილ მილიონებზე“ გავამახვილებ თქვენს ყურადღებას. ოღონდ პატარა ექსკურსი გავაკეთოთ და დავბრუნდეთ 90-იანი წლების დასაწყისში.


90-იანი წლებიდან საქართველოში მხოლოდ გაჭირვება და ყაჩაღობა, ხალხთა გატაცებები და გამოსყიდვები, რეკეტი, კორუფცია, ქურდული მენტალიტეტი და სხვა საზიზღრობები იყო. და მთელს მსოფლიოშიც საქართველოს მხოლოდ ამით იცნობდნენ, მხოლოდ ვიწრო წრემ იცოდა ჩვენი კულტურის და ხელოვნების შესახებ. ევროპაში (ისევ ქართველების დამსახურებით) ქართველებს იცნობდნენ, როგორც ქურდბაცაცებს, მომპარავებს და დაუნდობელ ხალხს.
შეიცვალა მთავრობა, და საერთოდ ყველა ნორმალურ სახელმწიფოში ყველა მთავრობა ცდილობს რომ მსოფლიოს თვალში თავისი ქვეყნის იმიჯი აამაღლოს.
ამისთვის მთავრობას ხანდახან არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმაც კი უწევს. ეხლა წარმოიდგინეთ თუ რა დაბალი დონის იმიჯი ჰქონდა საქართველოს და რამხელა სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო. მით უფრო, რომ შენი ქვეყნის მტერი სახელმწიფო ყველანაირად ცდილობს, რომ შენი სამშობლო მსოფლიოს მხოლოდ უარყოფითი კუთხით დაანახოს, არაფერს იშურებს ამისთვის, არც სამხედრო ძალას, არც სეპარატისტების წახალისებებს, არც ტერორისტულ აქტებს და ასე შემდეგ.


შენ რაც არ უნდა აღადგინო დანგრეული ქალაქები, ისტორიული ძეგლები, თუ შენ ვერ შეძელი, რომ მსოფლიოს დაანახო, თუ რა ცვლილებები განხორციელდა ქვეყანაში უსაფრთხოების დაცვის მხრივ, არაფერი გამოგივა. იმისთვის ახორციელებ აღდგენით სამუშაოებს, რომ მან სახელმწიფოს შემოსავალი მოუტანოს, რა თქმა უნდა ამ შემოსავალს არ ექნება მომენტალური შედეგი, რადგან ეს მშენებლობები არის გარანტია იმისა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ის 100%-ით გაამართლებს, ანუ შენ ფულს აბანდებ დღეს არა იმიტომ, რომ შემოსავალი ხვალვე მიიღო, არამედ შენ ამ შემოსავალს ელოდები ზეგ.
საქართველოს რომ უდიდესი შემოსავალი შეუძლია მიიღოს ტურიზმით, ეს, როგორც ორჯერ-ორი რომ ოთხია, ეგეთივე ფაქტია.


ამ ტურიზმით ხომ მარტო სახელმწიფოს ჩინოვნიკები არ იბერებიან? არსებობს ტურიზმის ძალიან ბევრი სახეობა, და საქართველოს ნამდვილად შეუძლია რომ ყველა სახეობაში (ან თითქმის ყველა სახეობაში) წარმატებას მიაღწიოს.
არსებობს აგრო ტურიზმი-რომელიც ბევრს ცოტა უცნაურად ესმის, ერთმა ისიც კი მიმტკიცა რომ თურმე აგროტურიზმის ძირითადი მომხმარებლები სულ წივილით ჩამოვლენ საქართველოში ძროხების საწველად, თითქოს იმ ტურისტის სამშობლოში არც სოფელი არ არსებობდეს და ძროხები საერთოდ არ გაეგოთ რა იყოს.
აგროტურიზმს საქართველოში ძალიან დიდი შემოსავლის მოტანა შეუძლია, იგივე რთველის დროს, იგივე ყურძნის დაწურვის დროს, იგივე საქართველოში არსებილი ყველის უნიკალური ამოყვანის მეთოდები, საქართველოში ხომ რამდენი ოჯახიცაა იმდენი ღვინის დაყენების ტექნოლოგია არსებობს, იმდენი ყველის ამოყვანის ხერხია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
რეგიონალური ტურიზმი-ხევსურული, სვანური, თუშური, მთიულური კოშკების უნიკალური არქიტექტურა, უნიკალური ისტორიული ძეგლები და ასე შემდეგ.
ეთნოგრაფიული ტურიზმი-საქართველო უნიკალური ქვეყანაა რომ გაეცნო ჩეჩნურ თუ ქისტურ კულტურას პანკისში, დაღესტნურ კულტურას კახეთში, გადაშენების პ[ირას მყოფ უდინურ კულტურას და იცხოვრო უდინებთან და სხვა.
მათ ვისაც ექსტრემი უყვარს, მათ სამსახურშია კავკასიონის ჭიუხები.
ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.
მაგრამ შენ რომ მოიზიდო ის ხალხი რომელიც ამ ყველაფრით არის დაინტერესებული, აუცილებელია გაუწიო კონკურენცია იმ სახელმწიფოებს რომლებსაც ეს ნიშა უკვე დაკავებული აქვთ, შენ მათ უნდა შეუქმნა აუცილებლად უსაფრთხოების გარანტია. და რომ დაანახო შენს პოტენციურ ტურისტებს რომ შენი ქვეყანა ამოთრეულია 90-იანი წლების ჭაობიდან, ამისთვის უნდა ელემენტარული-მარკეტინგული ნაბიჯი გადადგა.
ჩამოიყვანო ცნობადი სახეები და ამით აპიარო შენი მიღწევები, რაც უფრო მეტს ჩამოიყვან, რაც უფრო ხშირად, მსოფლიო დაინახავს რომ შენთან ყველაფერი გამოსწორდა, რომ აგერ მომღერლები უკვე თამამად ჩამოდიან, იმ მომღერლებს მოჰყვებათ საკუთარი ფანები, ანუ პირები რომლებიც პოტენციური შემდგომი ვიზიტორები არიან.
ამ კონცერტებს კი ფული უნდა, თან ძალიან დიდი ფული, მაგრამ ეს არის ინვესტიცია, და ასეთ ინვესტიციას ყველა ნორმალური ფირმნა ახორციელებს.
კიდევ ერთი, არის ტურისტების 2 კატეგორია, ტუსრისტი რომელიც მთელი ცხოვრება შრომობდა რომ შემდეგ მას მსოფლიო შემოევლო-ანუ პენსიონერები, რომლებიც განსაზღვრულ თანხას ხარჯავენ ამა თუ იმ სახელმწიფოში. და მე-2 კატეგორია ტურისტების, რომლებიც მზად არიან ბოლო კაპიკამდე დაიხარჯონ საკუთარი სიამოვნების გულისთვის.
ორივე კატეგორია ტურისტებისა არის საჭირო, ანუ თუ გავაკეთებთ აქცენტს მარტო პირვბელ კატეგორიაზე, ჩვენ „ხარჯებსაც“ ვერ დავფარავთ, პირველი კატეგორია ტურისტებისა არის მხოლოდ სარეკლამო აფიშა მეორე კატეგორიის ტურისტებისათვის.


ამის თვალსაჩინო მაგალითია თურქეთი. თურქეთმა შესანიშნავად გაართვა თავი ამ ყველაფერს. ვინს 90-იანი წლებიდან (იმ პერიოდიდან როდესაც გაიხსნა თურქეთ-საქართველოს საზღვარი) სისტემატურად სტუმრობს თურქეთს (არა მარტო ჭრელი ჩანთებით ხელდამშვენებულები), აშკარად იგრძნობს იმ ნახტომს რაც თურქეთმა განიცადა 90-იანი წლებიდან დღევანდლამდე, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ რომ თურქეთს ისედაც არ აკლდა ტურისტები.
მათ გათვალეს რომ იმ პენსიონერებს, რომლებსაც თურქეთი მიაჩნდათ აზიურ ვარდად და მოდიოდნენ რათა ეხილათ კონსტანტინოპოლის კედელი თუ აია სოფიას ტაძარი, რამდენიმე წელში მოჰყვებოდნენ ახალგაზრდობა.


ახალგაზრდობა კი ფულია, ახალგაზრდობას კი თავის გემოზე „გაჯაზება“ უყვარს. სავსეა თურქეთი ევროპელი და რუსი თინეიჯერებით რომლებიც ბოლო კაპიკამდე ხარჯავენ კლუბებში, სავსეა ეგეოსის ზღვის სანაპირო ღამის კლუბებით, მიდის სასტუმროების დაჩქარებული ტემპით მშენებლობები.
თურქეთიც ერთ-ერთ ტრადიის მიმდევარ ქვეყნად თვლის საკუთარ თავს ქართველებივით, მაგრამ იქ მმკ და მისნაირი ორგანიზაციები სახელმწიფოს მხრიდან მკაცრად კონტროლდება. თურქეთმა ძალიან დიდი ფული დააბანდა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროში, მის რეკლამირებაში, მას მით უფრო ხელს უწყობს იქაური ჰავა, ანუ თურქეთი მაქსიმალურად იყენებს ამ რეგიონის შესაძლებლობას რომ დახარჯული ფული „ამოიღოს“.
ჩვენთან რა ხდება? შეგვრჩა ეს ბუნგალოები, ხალხი ვალებში ჩავარდა აჭარაში. აბრალებენ მთავრობას და არა საკუთარ თავს. კარგად მახსოვს ყოველ საკურორტო სეზონის დასაწყისისთვის რომ გამოდიოდა მწვანეთა პარტია იქნებოდა თუ სხვა ოპოზიციური პარტია და მთელი ხმით გაჰყვიროდნენ შავი ზღვის ბათუმი-ქობულეთის ზოლის დაბინძურებაზე, ამას იტაცებდა რუსული მედია და მიდიოდა საქართველოს კურორტებზე ტალახის სროლა.
აშენდა ბათუმი, ჩაიყარა ძალიან დიდი ფული, მოვიდა დრო რომ მსოფლიოს გავაცნოთ ბათუმი და ამ დროს საქართველოს მედიასივრცეში მიდიოდა იმაზე გინება, თუ რამდენი ფული დაიხარჯა ამა თუ იმ კონცერტის ჩასატარებლად, რომ ეს ფულიუ უნდა დაერიგებინათ მოსახლეობისათვის.


მინდა მათ ვკითხო, კი ბატონო დავარიგეთ ეგ ფული მოსახლეობაში, გუთავდა მას ფული, დვარიგეთ კიდევ-და ისევ შემოეხარჯა ოჯახს ფული. კი მაგრამ როდემდე? როდემდე უნდა არიგოს ფული სახელმწიფომ? ამას არ სჯობია რომ ის ფული იქნეს დაბანდებული ტურისმის სფეროში, ჯერ პენსიონერ ბებია-ბაუა ტურისტებს ავუხსნათ მაწონიოს სასარგებლო თვისებები, რომ ის აახალგაზრდავებს, და შემდეგ კი9 ბებია-ბაბუის შვილიშვილი რომ გვესტუმრება და თავის გემოზე (ოღონდ ჩარჩოებში) გააჯაზებს-ის აღმოაჩენს რომ მაწონი არა მარტო აახალგაზრდავებს მის ბებია-ბაბუას, არამედ ჩაციებული მაწონი უებარი საშუალებაა ნაბახუსევზე გამოსასვლელად.


მოკლედ მეგობრები, თუ ჩვენ ამ კონცერტ-კონცერტ არ დავანახებთ მსოფლიოს რომ ჩვენთან სიცოცხლე სჩქეფს და მმკ-ს არავინ ეკითხება, მაქამდე ჩვენ არაფერი გვეშველება ტურიზმის მხრივ, აქ შეიძლება ჩამოვიდნენ მხოლოდ ბებია-ბაბუები რომ კოლხეთის მიწაზე გაიარონ, ჩამოვლენ ეთნოგრაფები რომ უდიური ენა შეისწავლონ, ჩამოვლენ ოჯახებით რომ გუდაურში თოვლში ისრიალონ, მაგრამ არ ჩამოვა ახალგაზრდობა რომელიც ბოლო კაპიკებს ხარჯავს რათა დრო ატაროს, ჩავა თურქეთში სადაც წვერებიანი მოლა ნოტაციას არ წაუკითხავს.
სადაც უსაფრთხო იქნება, სადაც მისი კუმირი მომღერალი ივლის ხშირად, სადაც შეუძლია რომ დრო ატაროს იქ დახარჯავს ის ფულს, და არა მარტო ის არამედ თვითოეული ჩვენგანი.

მიშას პერიოდში ბევრი ბებია-ბაბუა ჩამოდიოდა ტურისტებად, შემდეგ ხშირად იყვნენ ოჯახებით ჩამოსულები, ახლა კი ჯერი ახალგაზრდობაზე და პოტენციურ მხარჯველებზეა, თუმცა...

ვნახოთ რა იქნება ამ წელს.

გიორგი შარაშენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42