გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. მან დანაშაული უკვე აღიარა.
იტალიაში საქართველოს კონსულმა ვახტანგ ანდღულაძემ დილით რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, რომ , საკონსულოს მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ მიუღია.
ცნობილია, რომ 90 წლის ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ნათია თათარაშვილი ქუთაისის მაცხოვრებელია. როგორც მეზობლები და გოგონას ბებია აცხადებენ, ის 5 წელია, იტალიაში მომვლელად მუშაობს. ის ფსიქიკურად გაწონასწორებული და საკმაოდ მშვიდი ადამიანია.
"5 წელია, რაც იტალიაშია წასული. საკმაოდ ხშირად ვესაუბრებოდით ოჯახის წევრები. ხშირად ამბობდა, რომ ჩამოსვლა უნდოდა საქართველოში, რადგან იტალიაში მუშაობას ვერ შეეგუა. დღეს დილით კი ტელევიზიით გავიგეთ, რომ ეს ამბავი მოხდა, სხვა არაფერი ვიცი", - აცხადებს თათარაშვილის ბებია.
თუმცა როგორც იტალიური მედია წერს, ამ დროისთვის თათარაშვილი ფსიქიატრიულ კლინიკაშია გადაყვანილი.
მასალის გამოყენების პირობები






