Wall Street Journal-ის ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ირანის სულიერ ლიდერს აიათოლა ალი ჰამენეის საიდუმლო წერილი გაუგზავნა.
გამოცემის ცნობით, წერილში, ობამა ჰამენეის ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში თანამშრომლობას სთავაზობს და მიუთითებს, რომ ორ ქვეყანას ამ საკითხთან მიმართებით საერთო ინტერესები გააჩნიათ.
საიდუმლო წყაროზე დაყრდნობით, წერილში ასევე საუბარია ირანის ბირთვულ პროგრამაზე და ამ საკითხთან დაკავშირებით შესაძლო შეთანხმების გზების გამოძებნაზე.
შეგახსენებთ, რომ ამ თემასთან დაკავშირებით, 24 ნოემბერს ირანის, გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივი წევრი ქვეყანისა და გერმანიას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე გარკვეული გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული.
BBC-ის წყარო ირანში ადასტურებს, რომ ობამასგან წერილი მართლაც მოვიდა, თუმცა თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლები კომენტარისაგან თავს იკავებენ და აცხადებენ, რომ მათ არ აქვ უფლება „პრეზიდენტის პირად მიმოწერაზე“ განცხადება გააკეთონ.
მასალის გამოყენების პირობები






