რუსული ეკონომიკა ბანკროტის ზღვარზეა
მსოფლიო - 00:19, 07 Nov, 2014     2412
რუბლი ყოველდღიურად ახალ ანტირეკორდს ამყარებს და არც ხუთშაბათი აღმოჩნდა გამონაკლისი. რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ევროს ოფიციალური კურსი რუბლთან მიმართებაში პარასკევისთვის დაადგინა 56,54 ხოლო დოლართან მიმართებაში - 45,18 რუბლი. ასე, რომ ევროპული ვალუტის კურსი ხუთშაბათის მონაცემებთან შედარებით გაიზარდა 92,16 კაპიკით, ხოლო ამერიკულ დოლართან მიმართებაში - 78,61 კაპიკით. მოსკოვის ბირჟაზე ევრომ გაარღვია ფსიქოლოგიურად მნიშვნელოვანი ზღვარი - 57 რუბლი და საღამოს უკვე 58 რუბლს გადააჭარბა. როგორც რუსულ მედიაში წერენ უსიამოვნება-უსიამოვნებაზე მატულობს. რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემები ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებთან დაკავშირებით არადამაიმედებელი აღმოჩნდა, რომელიც რიგი შეფასებებით, კვირის განმავლობაში 24-დან 31 ოქტომბრამდე 10,5 მილიარდი დოლარით შემცირდა.

მესამე - უსიამოვნო მაგრამ აბსოლუტურად პროგნოზირებადი სიახლე იყო მონაცემები რუსეთიდან კაპიტალის სოლიდური გადინების შესახებ, რომელმაც ოქტომბრის თვეში 25 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, ხოლო წლის დასაწყისიდან 110 მილიარს. ანალიტიკოსების ვარაუდით, ამ წლის ბოლო სამი თვის განმავლობაში და 2015 წლის პირველ კვარტალში, რუსეთის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი პრაქტიკულად განულდება. ბანკირები ცდილობენ დაეხმარონ რუსეთის ცენტრალურ ბანკს რჩევებით.

საკვანძო განაკვეთების მომატება არ მოიტანს დადებით შედეგებს ეკონომიკისთვის, - განაცხადა ,,ბი-ბი-სი“-სთან საუბარში რუსეთის ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა გარეგინ ტასუნიანმა, მისი სიტყვებით, ბაზარმა თავისი რესურსი ამოწურა და მეანაბრეები არ ჩქარობენ ანაბრებზე ფულის დადებას, და ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როცა საგარეო კაპიტალი გაედინება. წინადადებებით იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შენარჩუნდეს მაკროეკონომიკური სტაბილურობა ქვეყანაში, რუსეთის ბანკების ასოციაცია რუსეთის ცენტრალურ ბანკს 11 ნოემბერს სპეციალური შეხვედრის ფარგლებში, ხოლო 14 ნოემბერს ფედერაციის საბჭოზე მიმართავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42