თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების ადვოკატები დარღვევებზე საუბრობენ
სამართალი - 19:33, 06 Nov, 2014     1845

უფლებადამცველების განმარტებით, მათ ამ დრომდე არ გადასცემიათ საქმის მასალები, რის გამოც დაცვის განხორციელებისა და სტრატეგიის შემუშავების შესაძლებლობა არ ეძლევათ.

ადვოკატები ამბობენ, რომ საქმეზე საიდუმლო გრიფის მოხსნის პროცესში ბიუროკრატიული ბარიერი ხელოვნურად იქმნება და კონტრდაზვერვას საქმის მასალები შესასწავლად ამ დრომდე არ აქვს მიღებული.

„ფაქტობრივად დაცვის მხარემ, ვერ შეძლო კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით თავის პოზიციის ჩამოყალიბება, მაშინ როდესაც პროკურატურას მიუწვდებოდა ხელი ყველაფერ ამაზე და მხარეები აღმოჩნდნენ აბსოლუტურად არათანაბარ მდგომარეობაში. ვისაც არ ეზარება, ეს არის პარლამენტის წევრი, პროკურატურის თანაშრომელი, თუ სხვა პირი, ყველა ლაპარაკობს ამ საქმის დეტალებზე. განსაკუთრებით განმაცვიფრა დავით საგანელიძის განცხადებებმა, რომელმაც პირდაპირ ბრალი დასდო ამ პირებს და ამასთან, ინტერვიუში განაცხადა, რომ თითქოს "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომაზე იხილებოდა დეტალები ამ ბრალდებისა," - აღნიშნა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა

ბარათაშვილი არ გამორიცხავს, რომ დავით საგანელიძეს, გაკეთებული განცხადების საფუძველზე, სასამართლოში უჩივლოს.

ადვოკატის ლევან სამუშიას მტკიცებით, მათ პროკურატურა არათანაბარ პირობებში აყენებს, რადგან ამ დრომდე არ აძლევენ საქმის მასალების ასლებს და შესაბამისად, მათ საქმის შესწავლის და 11 დეკემბერს დანიშნული პროცესისთვის მომზადების საშუალება არ ეძლევათ.

დაკავებულთა ინტერესების დამცველები პოლიტიკოსებს მოუწოდებენ, ამ სისხლის სამართლის საქმის პოლიტიზება არ მოხდეს და სამართლებრივი პროცესის წარმოების საშუალება მიეცეთ.

„მოვუწოდებ საზოგადოებას ,განსაკუთრებით პოლიტიკოსებს ნუ დაარღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას და უდანაშაულო ადამიანებს სასამართლოს გარეშე ნუ დადებენ ბრალს წინასწარ“-აცხადებს სამუშია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42