თავდაცვის სამინისტროს ხუთი დაკავებული მაღალჩინოსნის საქმეზე სასამართლო პროცესი 11 დეკემბერს არის ჩანიშნული. დაკავებულთა ადვოკატებმა დღეს აღნიშნულის შესახებ განცხადება „პირველი რადიოს“ პრესკლუბში გააკეთეს:
"ბრალდებისა და დაცვის მხარეებს თანაბრად უნდა მიუწვდებოდეთ ხელი საქმის მასალებზე. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 85 მუხლი ითვალისწინებს სრული მოცულობით საქმის გადაცემას დაცვის მხარისათვის, არა მხოლოდ საქმის გაცნობას არამედ საქმის მასალის ასლების გადაცემას.
საქართველოს სიხლის სამართლის პროცესით განსაზღვრულია ის შემთხვევა როდესაც დაცვის მხარეს ევალება და ეკისრება საქმის მასალების გაუხმაურებლობა ასეთ შემთხვევაში დაცვის მხარე ხელს აწერს გამომძიებელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს და იმ შემთხვევაში თუ დაცვის მხარე - ადვოკატი გაახმაურებს საიდუმლო საქმის მასალებს მას ეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. მოცემულ შემთხვევაში თანასწორობისა და შეჯიბრობითობის პრინციპი დარღვეულია, დარღვეულია გამომდინარე იქიდან, რომ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების დროს და გაგრძელების დროს, მხარეთა დაკავების შემდეგ ფაქტობრივად დაცვის მხარეს ხელი არ მიუწვდება მტკიცებულებებზე და ბრალდების მხარე უარს ეუბნება მას საქმის მასალების ასლების გადმოცემაზე.
ფაქტობრივად დაცვის მხარემ ვერ შეძლო კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით თავისი პოზიციის ჩაოყალიბება მაშინ, როდესაც პროკურატურას მიუწვდებოდა ხელი ყველაფერ ამაზე და მხარეები აღმოჩნდნენ არათანაბარ მდგომარეოიბაში. მეორე რასთანაც გვაქვს საქმე, გასაიდუმლოებულ დოკუმენტებთან მიმართებაში მოქმედებს კანონი სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ. თავდაცვის სამინისტროს წარმომოადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი მზად არიან და მათი სურვილია მოიხსნას საიდუმლო გრიფი აღნიშნული მასალებიდან, კანონი გვეუბნება რომ ასეთ შემთხვევაში თავდაცვის სამინისტრომ უნდა მიმართოს შესაბამისი განცხადებით შინაგან საქმეთა სამინისტროს და შემდეგ ეს უწყება განახორციელებს საქმის მასალებზე საიდუმლო გრიფის მოხსნას, როგორც ცნობილია თავდაცვის სამინისტრომ ორჯერ მიმართა შს სამინისტროს, მაგრამ შსს-მ მოითხოვა ყველა ის მასალა რომლიდანაც უნდა მოხსნილიოყო საიდუმლო გრიფი, ხოლო აღნიშნული მასალები აღმოჩნდა რომ გათხოვილია პროკურატურის მიერ, აქედან გამომდინარე, იქმნება ბიუროკრატიული ბარიერი. წინა სასამართლო სხდომა დანიშნული 11 დეკემბერს. დაცვის მხარე მოკლებულია შესაძლებლობას, რომ მოემზადოს სრულფასოვნად აღნიშნული პროცესისათვის, დაკითხოს მოწმეები, გაეცნოს საქმეში არსბეულ მტკიცებულებას და წარადგინოს თავისი მტკიცებულებები და საჭიროების შემთხვევაში ჩაატაროს ექსპერტიზა. დღეიისათვის სრულად არის დარღვეული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე- 5 მუხლის მე4 პუნქტი და 83 მუხლის მოთხოვნები",-განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






