საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო საჩუქრები გადასცეს.
პარლამენტის შენობის წინ მეალილოვეებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, ასევე უმრავლესობის წევრები - ვახტანგ ხმალაძე, ელისო ჩაფიძე, ზურაბ აბაშიძე და გუგული მაღრაძე შეხვდნენ.
ალილოს მსვლელობის მონაწილეები პრეზიდენტის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან, ხოლო მეალილოვეების ნაწილი კი -საპატრიარქოსკენ.
ქრისტესშობის დღესასწაული ტრადიციული ალილოთი ქუთაისშიც აღინიშნება. მერიის შენობასთან შეკრებილი მეალილოეები ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ დალოცა.
ქალაქის მერმა და საკრებულოს წევრებმა ალილოს მსვლელობის დროს მეალილოეებს სურსათ-სანოვაგე გადასცეს.
დღის განმავლობაში შეკრებილი თანხა და ტკბილეულობა მოხუცთა პანსიონატს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სახლს გადაეცემა.
მასალის გამოყენების პირობები






