ერში უსარგებლო ქცევის მოდელელების იდეალიზირება ხდება, ხოლო სულის ზურმუხტებს ხშირად სანაგვეზე ყრიან: აქ "სწორი" ცხოვრება უაზრო სტერეოტიპებთან მუდმივი კონფორმიზმია. ამიტომ მთავარია შევცვალოთ ჩვენი განწყობა და შინაგანი დამოკიდებულება ამაოებისადმი! რაც უფრო ვდისტანცირდებით მისგან, მით მეტ სულიერ სიმშვიდეს მოვიპოვებთ. სიმშვიდე კი სულის აღორძინების მთავარი ფაქტორია. მხოლოდ ამის მერე მოდის მადლიანი ლოცვა და სულიერი სიხარული.
ჭეშმარიტი ბედნიერება სულის სტერეოტიპებისგან განთავისუფლებაა. მიწიერი ბედნიერება დიდი გრძნობისმიერი დაძაბულობით ხასიათდება და ფანტასტიურ უეცარ აფექტს იწვევს, მაგალითად, როცა ადამიანი მილიონ დოლარს მოიგებს კაზინოში. მაგრამ, სულიერი სიმშვიდე გაცილებით უფრო დიდი მონაპოვარია, ვიდრე ეს აფექტი. პირველი არ იწვევს საბოლოო დაკმაყოფილებას: რაც არ უნდა დიდ წარმატებას მიაღწიო, ისევ ახალი გინდა. მეორე კი სრულ სიმშვიდესა და დაკმაყოფილებას გგვრის. თუმცა კაცია და გუნება, ვის რა ურჩევნია იმას ირჩევს!
მასალის გამოყენების პირობები