ყვარელში მცხოვრები ილია ზაუტაშვილი რაიონის პოლიციის უფროსს ცემაში ადანაშაულებს. მისი თქმით, გიორგი რევაზიშვილი საკუთარ კაბინეტში მას სასტიკად გაუსწორდა.
როგორც ზაუტაშვილი იხსენებს, ინციდენტი სამართალდამცავების მიერ მისი და მისი მეგობრის ნარკოლოგიური შემოწმების ფაქტს მოჰყვა.
დაზარალებული თქმით, შემთხვევის დროს რევაზიშვილი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
"მკითხა ვიყავი თუ არა ნასამართლები და ვუთხარი, რომ ადრე ვიყავი ნასამართლევი. აგრესიული ტონით მელაპარაკებოდა, შემდეგ მოვიდა და ცემა დამიწყო. მემუქრებოდა, რომ აქედან წავსულიყავი, თორემ მთელ ცხოვრებას ციხეში გავატარებდი" - განაცხადა ზაუტაშვილმა.
ზაუტაშვილმა მან პროკურატურას სარჩელით უკვე მიმართა.მომხდარზე მოკვლევა კახეთის სამხარეო პოლიციამ დაიწყო. გიორგი რევაზიშვილი მომხდართან დაკავშირებით კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს.
მასალის გამოყენების პირობები






