საშობაო ტრადიციები და ტკბილეული
ასე განსაჯეთ – საფრანგეთის დედოფალ ეკატერინე მედიჩის მზითევში ნამცხვარი გაატანეს. ტკბილეულის გამო შობა-ახალი წლის დღესასწაული სწორედ ამიტომ განსაკუთრებით უხარიათ პატარებს.
აღარ ჩავუღრმავდები ტრადიციული ქართული საახალწლო ტკბილეულის განხილვას, ეს ისედაც ყველამ კარგად იცის და ადრეც ბევრი მითქვას ამის შესახებ. შობა-ახალი წლის ტკბილეულში ჭარბობს თაფლი, თხილეული, ჩირები და აღმოსავლეთიდან შემოტანილი სანელებლები.
მთელ ევროპაში საოცარი პოპულარობით სარგებლობს საშობაო თაფლაკვერები, რომელთა ისტორიაც ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში დაიწყო.
პირველი კონდიტერის სახელმა, რომელიც ცნობილია, როგორც თაფლაკვერების ოსტატი, ჩვენამდე მოაღწია გერმანიის ქალაქ ულმის 1296 წლის სარეგისტრაციო წიგნიდან. 100 წლის შემდეგ თაფლაკვერების მომზადებით სახელი გაითქვა ქალაქმა ნიურნბერგმა. ეს ჩაროზი ასევე ტრადიციულად მზადდება ბალტიისპირეთისა და ბენილუქსის ქვეყნებში. გერმანელები საშობაო თაფლაკვერებს Pfefferkuchen-ს უწოდებენ. პირდაპირი თარგმანით იგი წიწაკის ნამცხვარი გამოდის. ეს გამოიწვია მის შემადგენლობაში სანელებლების დიდმა რაოდენობამ, რომელთა შორის მიხაკ-დარიჩინთან ერთად იყო ბაჰარი, ე.წ. სურნელოვანი წიწაკა და ჯანჯაფილი. ამ ნამცხვრის მეორე სახელწოდება სწორედ ჯანჯაფილს უკავშირდება.
ჯანჯაფილის კაცუნებს აცხობენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. თაფლაკვერისგან აწყობენ ულამაზეს ქოხებს, რომლებსაც ზღაპრების ჯადოსნურ სამყაროში გადავყავართ. სახლებს თეთრი მინანქრითა და შაქრის ფერადი მოსართავებით რთავენ.
საშობაო ტრაპეზის შემდეგ საფრანგეთში უმნიშვნელოვანესია ტკბილეულის სუფრა, სადაც აუცილებლად უნდა იყოს ტრადიციული ფენოვანი ნამცხვარი ნუშის გულსართით - Galette des Rois,რომელიც მთელი იანვრის განმავლობაში უნდა იყოს სუფრაზე. აქ ასევე ამზადებენ მადელინებს – ნაზი ბისკვიტის ნამცხვარს, რომელსაც ნიჟარის ფორმა აქვს.
ვენესუელაში საშობაო ვახშმის დასრულების შემდეგ მიირთმევენ კრემის პუნშს, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ გადასვლას დესერტებზე. ვენესუელაში საშობაოდ აცხობენ შავ ტორტს დაშაქრული ხილით და მწვანე პაპაიათი.
ესპანური საშობაო ტკბილეულის სუფრა სრულიად პასუხობს შობის ღამის მაგიურ ატმოსფეროს. აღსანიშნავია ესპანური ტურონი, რომელიც საოცრად წააგავს ნუგას. მზადდება შაქრით, კვერცხის ცილითა და თხილეულით. გარდა ამისა, ესპანელები საშობაოდ იმარაგებენ მარციპანს და აცხობენ ფხვიერ ნამცხვარს ნუშით და ჩირებით.
ფილიპინებზე საშობაო ტორტები ბრინჯისგან მზადდება. ბრინჯზევე მზადდება Bibingka– თიხის ჭურჭელში განსაზღვრული პროპორციით იდება ბრინჯი, კარაქი, ბანანი, კვერცხი, გახეხილი ქოქოსი და ადგილობრივი კამეჩის ყველი.
საბერძნეთში საშობაოდ მელომაკარონასა და კურაბიედესს აცხობენ. კურაბიეს თურქული წარმოშობა აქვს და ძალიან წააგავს შაქარლამას. მელომაკარონა კი ნიგვზითადა ზეითუნის ზეთით მზადდება. ასევე ცხვება ფორთოხლის ღვეზელი ვასილოპიტა.
გერმანიაში არ არსებობს შობა-ახალი წელი შტოლენის (Stollen) გარეშე. შტოლენი საფუვრიანი მძიმე ნამცხვარია, რომლის გულსართიც ქიშმიშით, მარცპანითა და თხილეულით ამზადებენ. მას შობამდე რამდენიმე კვირით ადრე აცხობენ და ინახავენ. გერმანელები შტოლენს თავისი ფორმითა და თეთრი ფერით ჩვილი იესოს თეთრ საფენებთან აიგივებენ. შტოლენს ძალიან დიდი ისტორია აქვს, მისი უამრავი სახეობა არსებობს. ცნობილია ფაქტი, რომ 1730 წელს საქსონიის მეფის ბრძანებით კარის კონდიტერებმა გამოაცხვეს 1,8 ტონის შტოლენი, რომელსაც 6 საათის განმავლობაში აცხობდნენ დამ ის მომზადებაში 100 კაცი მონაწილეობდა.
უნგრეთში შობა-ახალი წლის აუცილებელი ატრიბუტია ბეიგლი – ყაყაჩოს თესლისა და ნიგვზის რულეტი. ამ ნამცხვარს ებრაული წარმოშობა აქვს. პირველად იგი უნგრეთის დედაქალაქში, ბუდაპეშტში გახდა ცნობილი, შემდეგ კი მთელი ქვეყანა დაიპყრო. ამ ჩაროზს უნგრელები არა მხოლოდ შობა-ახალ წელს, არამედ აღდგომის დრესასწაულზეც კი აცხობენ.
ინგილსური დესერტებიდან საშობაოდ საქვეყნოდ ცნობილია საშობაო პუდინგი რომით, ჩირებით და ცუკატებით. როგორც წესი, მას ბრენდის ასხამენ, უკიდებენ ცეცხლს და ასე მიაქვთ სუფრაზე. ხშირად პუდინგში ათავსებენ პატარა მონეტებს, რომლებსაც, ინგლისელების რწმენით, ბედნიერება მოაქვთ.
შობის მოახლოებასთან ერთად ყველა იტალიელის ოჯახში უნდა იყოს პანეტონე – ცილინდრის ფორმის ტრადიციული იტალიური ღვეზელი ქიშმიშითა და ფორთოხლის ცუკატებით. იგი თავისი ფორმითა და გემოთი სააღდგომო კულიჩს მოგვაგონებს. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით იგი პირველად ჰერცოგ ლუდოვიკო მოროს მზარეულმა მოამზადა საშობაო სუფრისთვის. პანეტონეს იტალიურ საშობაო სუფრაზე ღირსეულ მეტოქეობას უწევს მეორე, არანაკლებ სახელგანთქმული ნუგბარი პანდორო, რაც იტალიურად ითარგმნება, როგორც ოქროს პური. ნამცხვრის წარმოშობას ვერონას უკავშირებენ. იგი ასევე საფუვრიანი ცომით მზადდება კაკაოს დამატებით და აქვს რვაქიმიანი ვარსკვლავის ფორმა. პიემონტში ტრადიციულად აცხობენ Tronchetto di Natale–ს, რაც ქართულად საშობაო მორს ნიშნავს. იგი ძალიან კალორიული ნამცხვარია. მის შემადგენლობაში შედის კვერცხი, კარაქი, ნაღები, წაბლის კრემი და შოკოლადი. მორის ფორმა დაკავშირებულია უძველეს ტრადიციებთან, როდესაც შობის წინა ღამეს მთელი ღამის განმავლობაში ენთოთ ბუხარი და ამზადებდნენ სხვადასხვა სადღესასწაულო კერძს. შეშად წაბლის კუნძს გამოიყენებდნენ. ეს დესერტი ევროპის სხვა ქვეყნებშიც ძალიან პოპულარულია. საოცრად მდიდარია იტალიური საშობაო სუფრა ტკბილეულით. გენუაში სადღესასწაულოდ პანდოლჩეს აცხობენ დაშაქრული გოგრით, კედარის თესლით, ფსტისა და ქიშმიშის დამატებით. ტრადიციის მიხედვით, ამ ნამცხვრის ნაწილი ღარიბებს უნდა დაურიგდეს, ნაწილს კი სანბიაჯოს დღესასწაულისთვის ინახავენ, რომელსაც 3 თებერვალს აღნიშნავენ. ტრადიციული ტოსკანური ჩაროზია პანფორტე, რომლის შემადგენლობაშიც დიდი რაოდენობით შედის თხილეული.
სტრუფოლი განსაკუთრებით ნეაპოლშია გავრცელებული – საფუვრიანი ცომისგან ზეთში გამომცხვარ ბურთულებს თაფლში ავლებენ. ეს კი ძალიან წააგავს ბერძნულ ლუკუმადესს. იტალიაში საშობაოდ ლეღვის ჩირისგან მომზადებულ დესერტებს დიდ პატივს სცემენ. ლეღვის ჩირს ტენიან ნუშით, ნიგვზით, ცუკატებით, შოკოლადით და ოთხ ადგილას დებენ ისე, რომ ჯვარი გამოისახოს. ტიპური სიცილიური ჩაროზია cubàita იგივეgiurgiulèna, იგი ძალიან წააგავს გოზინაყს. კუბაიტა სეზამის მარცვლებით, თაფლითა და შაქრით მზადდება. ზოგჯერ ემატება ნუში. ევროპაში არსებობს ასეთი ტრადიცია – არ შეიძლება ტკბილეულის მირთმევა, სანამ ცაზე პირველი ვარსკვლავი არ გამოჩნდება.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა