პროკურატურა არ აპირებს ამასთან შერიგებას, ეს პოლიტიკური სპეკულაციებია - შოთაძე
სამართალი - 20:47, 04 Nov, 2014     1821

მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის ირაკლი შოთაძის განცხადებით, თავდაცვის უწყებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებზე, მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები და სპეკულაციები კეთდება.

შოთაძის განცხადებით „თავდაცვის სამინისტრო აპირებდა ოპტიკურ ბოჭკოვანი მაგისტრალის შეძენას და შეიძინა მხოლოდ ამ ოპტიკურ ბოჭკოვან მაგისტრალში კაბელის რამდენიმე წვერი“

„თავდაცვის სამინისტროს არაკეთილსინდისიერმა მაღალჩინოსნებმა გაფლანგეს სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონი ლარი, ეს არის უპატიებელი დანაშაული და პროკურატურა არ აპირებს ამასთან შერიგებას, ის რომ ვიღაცეები ცდილობენ ამისთვის პოლიტიკური სარჩულის მიწებებას, ეს არის მხოლოდ სპეკულაციები და ამას სისხლის სამართლის გამოძიებასთან არანაირი კავშირი არ აქვს“- აცხადებს შოთაძე.

შოთაძის თქმით „განცხადებები, რომ პროკურატურის თავდასხმის ობიექტი არის თავდაცვის სამინისტრო არის სასაცილო. თავდაცვის სამინისტრო არის სახელმწიფო უწყება და შესაბამისად პროკურატურა არანაირად არ ახორციელებს უწყებაზე თავდასხმას“

შოთაძე აცხადებს რომ პროკურატურას ქვეყნის საგარეო კურსთან შემხებლობა არ აქვს „თავდაცვის სამინისტრო გუშინაც არსებობდა დღესაც არსებობს და მომავალშიც იარსებებს, მიუხედავად იმისა თავდაცვის სამინისტროში ვინ იმუშავებს და ვინ არა. რაც შეეხება ქვეყნის საგარეო პოლიტიკას და კურსს პროკურატურას ამასთან არანაირი შემხებლობა არ აქვს.“

შოთაძის განცხადებით პროკურატურა ვერ დაელოდება მინისტრის ვიზიტების დასრულებას იმისთვის რომ დამნაშავეები დასაჯოს. „საქართველოს პროკურატურა არ არის თავდაცვის სამინისტროს პროტოკოლის სამსახური, ჩვენთვის საერთოდ არ იყო ცნობილი სად იმყოფებოდა თავდაცვის მინისტრი იმ პერიოდში, ჩვენთვის თავდაცვის მინისტრი ამ შემთხვევაში არ წარმოადგენდა ამ სისხლის სამართლის საქმის მხარეს, შესაბამისად ჩვენთვის არ იყო საინტერესო სად იმყოფებოდა ის, გამოძიება ყოველდღიური პროცესია და შესაბამისად გამოძიება ვერ წავა მივლინებაში და შვებულებაში და ვერ დაელოდება იმის გარკვევას ვინ სად იმყოფება. ის, რომ ჩვენ უნდა გაგვერკვია თავდაცვის მინისტრი სად იყო და სხვა თანამშრომლები სად იმყოფებოდნენ, სცილდება ჩვენს კომპეტენციას.“

შოთაძემ კომენტარი პროკურატურის მიმართ გამოთქმულ კრიტიკის შესახებაც გააკეთა „თითოეული განცხადება მიმართული პროკურატურის დაშინებისკენ არის ჩარევა პროკურატურის საქმიანობაში, ეს ეწინააღმდეგება კანონს და ეწინააღმდეგენა ამ თანამდებობის პირების უფლებამოსილებებს.“- განაცხადა მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ „იმედის“ ეთერში





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42