დღესვე, კათალიკოს-პატრიარქმა თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისა და საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ამავე უნივერსიტეტის რექტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი, წმინდა გიორგის ოქროს ორდენით დააჯილდოვა.
,,გილოცავთ დამდეგ შობას და ვთხოვ უფალს, ქრისტე იშვას ჩვენს გულებში, ჩვენს სულიერ და ფიზიკურ სამყაროში’’- ბრძანა მისმა უწმინდესობამ.
,,დღეს ვანთებთ სანთელს, ვდგამთ ფანჯრებში და ვთხოვთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს და მართალ იოსებს, რომელნიც ეძებენ სასტუმროს, შემოვიდნენ ჩვენს სახლებში, საქართველოში და ჩვენთან იშვას ქრისტე. ეს არის საოცარი ტრადიცია და დღეს ამას გავაკეთებთ. გილოცავთ დამდეგ შობას და ვთხოვ უფალს, ქრისტე იშვას ჩვენს გულებში, ჩვენს სულიერ და ფიზიკურ სამყაროში. გაგვხადოს ღირსი უფალმა, რომ ნათელმა ქრისტესმა განანათლოს ჩვენი სულიერი და ფიზიკური ბუნება’’, - ბრძანა უწმინდესმა.
მასალის გამოყენების პირობები






