დონეცკსა და ლუგანსკში სეპარატისტებმა მობილიზაცია გამოაცხადეს, რასაც ქვემოთ მოყვანილი დოკუმენტები ადასტურებენ.
რისთვის ემზადებიან სეპარატისტები და რის განხორციელებას გეგმავს კრემლი უახლოეს პერიოდში?
მივყვეთ მოვლენების განვითარებას:
3 ნოემბრიდან ე.წ. „დონეცკის რესპუბლიკის“ დაახლოებით 50 000 მოქალაქეს იძულებითი მობილიზაცია ემუქრება. იგივე ბედი ელის 30 000 ლუგანსკელსაც. ამას დაემატება 20 000 რუსი ჯარისკაცი, რომელიც სეპარატისტების ფორმაში იქნებიან გამოწყობილი. ამ არმიას გარდა 1000-მდე მძიმე სამხედრო ტექნიკისა, ზურგს გაუმაგრებს კომპლექსები “Смерч”, “Ураган”, “Тюльпан” და სხვ.

ამასთან, უკრაინის ტერიტორია რუსეთიდან დაიბომბება რაკეტა “Искандер”-ებით, სავარაუდოდ შეიქმნება ე.წ. „ნოვოროსიის ავიაცია“ , რომელსაც რეალურად რუსი მფრინავები და მათ მიერ მომზადებული ადგილობრივი პილოტები მოემსახურებიან.
სავარაუდოდ, ნოემბრის დასაწყისში ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის „პარლ;ამენტის წევრები“ ხმას მისცემენ მინსკის ხელშეკრულებების დენონსაციას და გამოაცხადებენ ომს „საბოლოო გამარჯვებამდე“.
ასეთ სცენარს ამზადებს კრემლი ნოემბრისათვის. რა თქმა უნდა აღმოსავლეთ უკრაინის მოსახლეობა ამ სცენარში „საზარბაზნე ხორცად“ იქნება გამოყენებული, მათი ფუნქცია იქნება უკრაინის არმიის წინა ხაზისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენება ნებისმიერ ფასად, დანარჩენს უკვე რუსული არმიის ნაწილები გააკეთებენ, არტილერიისა და ავიაციის მეშვეობით.
ყოველივე ამას ადასტურებს სხვადასხვა წყაროების მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც რუსეთი აფართოებს თავის სამხედრო დაჯგუფებების რიცხვსა და შეიარაღებას აღმოსავლეთ უკრაინაში და მის საზღვართან, მათ შორის იზრდება ზემოთ დასახელებული სამხედრო ტექნიკის რაოდენობაც. ხდება საველე ჰოსპიტალების სისტემის გაშლა, დივერსიული ხასიათის ქმედებები გარკვეული მიმართულებებით.

ასევე შეინიშნება მასიური როტაცია როგორც ტერორისტების, ასევე რუსი სამხედროების რიგებში. ხშირ შემთხვევაში აღმოსავლეთუკრაინელ ბოეიკებს სტრატეგიულ მიმართულებებზე რუსები ცვლიან. ეს არა მარტო გადახალისებაა, არამედ არასაიმედო და კონტროლიდან გასული ბოევიკების, უფრო სანდო, რუსი სამხედროებით ჩანაცვლებაცაა.
ყოველივე ეს გვაძლევს უფლებას ვივარაუდოთ, რომ რუსეთის არმიის ქვედანაყოფები და სეპარატისტთა დაჯგუფებები მზად არიან სრულმაშტაბიანი შეტევისათვის რამოდენიმე მიმართულებით.
განსაზღვრულია შეტევის ძირითადი მიმართულებებიც:
1. სამხრეთ-დასავლეთი - შეტევას ხუთი დაჯგუფება სხვადასხვა მიმართულებით განახორციელებს, რომელტა საბოლოო მიზანიცაა კონსტანტინოვკასთან და ნოვომიხაილოვკასთან განლაგებული უკრაინის ანტიტერორისტული ძალების დაჯგუფების ალყაში მოქცევა და განადგურება,
2. ჩრდილო-დასავლეთი - შეუტევს ოთხი დაჯგუფება, რომლის მიზანიცაა დონეცკის აეროპორტის დაკავება, ამ მიმართულებით ფრონტის ხაზის გასწორება, რეგიონში განლაგებული ანტიტერორისტული ძალებისათვის მომარაგების გზების გადაჭრა, ძირითად ავტრომაგისტრალებზე კონტროლის განხორციელება, შეტევის მომზადება დერჟინსკის, კრამატორსკისა და სლავიანსკის მიმართულებით.
3. ჩრდილოეთი - შეტევას განახორციელებს ერთი დაჯგუფება, რომლის მიზანიცაა ლისიჩინსკზე, სევეროდონეცკზე, რუბეჟნოეზე, კონტროლის დაწესება და შემდგომი შეტევის განხორციელება ნოვოაიდარის მიმართულებით, ანტიტერორისტული ძალებისათვის მომარაგების გზების გადაჭრის მიზნით.
4. ჩრდილო აღმოსავლეთი - შემტევი დაჯგუფების მთავარი ამოცანა იქნება ლისიჩანსკის და სევეროდონეცკის დაკავება, რათა განხორციელდეს კონტროლი მდინარე სევეროდონეცის გადასასვლელებზე, რომელოიც ორ ნაწილად ყოფს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს და შემდგომი შეტევის განხორციელება ნოვოიარდის მიმართულებით, რაიონში არსებული ანტიტერორისტული ძალების მოწყვეტა ძირითადი საარმიო ნაწილებისაგან.
სავარაუდოდ, ამ შეტევებს წინ გაუსწრებს დარტყმებისა და საარტილერიო დაბომბვების განხორციელება კრამატორსკზე და სხვა დასახლებულ პუნქტებზე, სადაც განლაგებულია ანტიტერორისტული ძალების შტაბები, რაათა მოხდეს მათი მართვის სისტემის მოშლა.
შეტევის განხორციელებისათვის მზადდება ფართომასშტაბიანი პროვოკაცია. ამის საფუძველს იძლევა ის ფაქტი, რომ ტერორისტების ხელთ არსებული ტექნიკის ნაწილს უკეთდება უკრაინის სამხედრო ძალების მაიდენტიფიცირებელი ზოლები. ასევე დაანონსებულია ე.წ. „უკრაინის პატრიოტთა“ ფართომასშტაბიანი მიტინგები დონეცკშ, ლუგანსკში და სხვა დასახლებულ პუნქტებში. შესაძლოა, მოხდეს მასიური დაბომბვები დონეცკისა და ლუგანსკის მჭიდროდასახლებულ რაიონებში, რომელიც უკრაინის არმიას მიეწერება.
პროვოკაცია, სავარაუდოდ, ე.წ. არჩევნების შედეგების გამოცხადების პერიოდშია დაგეგმილი.
როგორც ხედავთ, ამ სცენარით ე.წ. "ნოვოროსიის" მთელი ტერიტორიის დაკავებაა გათვალისწინებული, ხარკოვის, დნეპროეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ჩათვლით. ამ მიზნის მიღწევის შემდეგ პუტინს ხელფეხი გახსნილი ექნება და როგორც უკრაინას, ასევე მთელს მსოფლიოს თავისი თამაშის წესებს შესთავაზებს.
რას აკეთებს ამ დროს უკრაინის არმია?
ამ დროისათვის თითქმის დასრულებულია თავდაცვის მეორე ეშელონის შექმნა, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გაძლიერება, პარალელურად მიმდინარეობს ზურგში დივერსიული ჯგუფების გამოვლენისა და გაუვნებელყოფის ოპერაციები.
აღსანიშნავია ერთი ფაქტიც - ამ დროისათვის ყველა მიმართულებით უკრაინის არმიის რაოდენობა და შეიარაღების დონე დაახლოებით თანაბარზომადია მოწინააღმდეგის ძალებისა, ამასთან უკრაინელები საკუთარ მიწაზე იმყოფებიან.
უახლოესი მომავალი გვიჩვენებს, განვითარდება თუ არა მოვლენები ზემოთ აღწერილი სცენარის მიხედვით...
მასალა მომზადებულია უკრაინული მედიისა და სხვადასხვა ექსპერტების მიერ გამოთქმული მოსაზრებების მიხედვით.
მასალის გამოყენების პირობები






