დღეს გაირკვევა მიიღებს თუ არა სააპელაციო სასამართლო წარმოებაში თავდაცვის მაღალჩინოსნების ადვოკატთა სარჩელს. დაცვის მხარე დაკავებულთათვის აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდებას აპროტესტებს.
მათი თქმით, საქმეში შეაბამისი მტკიცებულებები არ არსებობს.
„საქმეში არანაირი დასაბუთება არ არსებობს. აღნიშნული განჩინება გავასაჩივრეთ სააპელაციო სასამართლოში და ხსენებული განჩინების გაუქმებას ვითხოვთ. რაც შეეხება საქმის სხვა გარემოებებს, დაცვის მხარე, ამ დრომდე, მტკიცებულებების გარეშეა დარჩენილი. ამ შემთხვევაში ბრალდება კვლავ აგრძელებს უკანონო მოქმედებებს და არ გვაძლევს მტკიცებულებებს“ , - აცხადებს ადვოკატი ლევან სამუშია.
თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანს გამოძიება სატენდერო პირობების დარღვევით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის გაფლანგვას ედავება. არცერთი ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.
მასალის გამოყენების პირობები






