ფაქტი № 1: ყველაზე პოპულარული საქორწინო კომპოზიცია
საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ სტატისტიკის თანახმად დაქორწინებულ წყვილთა უმეტესობა თავიანთ ქორწილზე პირველ საქორწინო ცეკვას ბრაიან ადამსის Everything I Do-ზე ასრულებენ.
ფაქტი № 2: სიყვარულის საუკეთესო წამალი
აღმოჩნდა, რომ სიყვარულის საუკეთესო წამალი არა ღვინო, არამედ ბროწეულის წვენია. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სწორედ ბროწეული შეიცავს ყველაზე მეტ ვიტამინესა და ნივთიერებებს, რომლებიც ადამიანის ჰორმონალურ დონეს ამაღლებს და ვნებასა სექსის სურვილს აღძრავს.
ფაქტი № 3: ყველაზე ხანგრძლივი კოცნა
ყველაზე ხანგრძლივი კოცნის რეკორდი დიდ ბრიტანეთში დამყარდა. კოცნა 31 საათს, 30 წუთსა და 30 წამს გრძელდებოდა. ეს კოცნა გინესის რეკორდების წიგნში შევიდა.
ფაქტი № 4: შეყვარებულების რაოდენობა
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ სანამ ადამიანი თავის ნამდვილ სიყვარულს იპოვნის და დაქორწინდება, მას დაახლოებით 7-ჯერ უყვარდება.
ფაქტი № 5: ქიმიური რეაქცია
დამტკიცებულია, რომ ქალებს მამაკაცების მიმართ ლტოლვას ის ქიმიური ელემენტი აღუძრავს, რომელსაც მამაკაცის ოფლი შეიცავს.
ფაქტი № 6: პირველი სიყვარული
თურმე პირველი სიყვარულის შენარჩუნება არც თუ ისე რთულია. სტატისტიკის თანახმად 5-დან 2 მამაკაცი თავის პირველ შეყვარებულზე ქორწინდება.
ფაქტი № 7: საოცრებები ყავის ჭიქაში
დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ შესვენებაზე ჭიქა ყავის დალევისას დაწყებული ნაცნობობა წელიწადში 10 000 ქორწინებით მთავრდება. ამ ფაქტის გათვალისწინებით, აჯობებს თუ თქვენს თავს შესვენებაზე უარს არ ეტყვით. ვინ იცის, იქნებ სწორედ დღევანდელი შესვენება გახდეს თქვენი სასიყვარულო ურთიერთობების დასაწყისი.
ფაქტი № 8: გამოსამშვიდობებელი კოცნა
ექიმემა დაადგინეს, რომ ქმრები, რომლებიც სამსახურში წასვლის წინ ცოლებს კოცნიან, 5 წლით მეტს ცოცხლობენ, ვიდრე ის მამაკაცები, რომლებიც სულ გადარბენაზე არიან და ცოლებს სათანადოდ ვერ ემშვიდობებიან.
ფაქტი № 9: ნიშნობის ბეჭედი
იცით რატომ ატარებენ საქორწინო ბეჭედს ქალები და მამაკაცები მაინცდამაინც მარჯვენა ხელის არათითზე? ეს ტრადიცია ძველი ეგვიპტიდან მოდის. ეგვიპტელებს სჯეროდატ, რომ სწორედ არათითზე გადის სიყვარულის ვენა, რომელიც პირდაპირ გულს უერთდება.
ფაქტი № 10: გულისა და ხელის შეთავაზება
სტატისტიკის თანახმად ყველაზე ხშირად მამაკაცები მათ რჩეულებს ხელს ეიფელის კოშკზე ან მის ახლოს სთხოვენ. ასე რომ, თქვენ უკვე იცით სად უნდა წაიყვანოთ მამაკაცი, რათა მას თქვენი მომავლის შესახებ სწორი და საჭირო აზრები მალე მოუვიდეს.
მასალის გამოყენების პირობები






