შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, გამოფენილი იქნება ბოლო 8 წლის მანძილზე საქართველოში ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის სახელობის რესტავრირებული ტაძრების ფოტოები და დაღუპვას გადარჩენილი ძველი ფრესკული ღმრთისმშობლის გამოსახულებები საქართველოს ეკლესია-მონასტრებიდან.
წარმოდგენილი სარესტავრაციო სამუშაოები "ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდისა" და "საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს" დაფინანსებითა და თანამშრომლობით არის განხორციელებული.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება აბედათის, აკაურთას, ამაშუკეთის, ბარალეთის, თბილისის დიდუბის, დმანისის სიონის, ვანის, ზარზმის, ზუმბიანის, თირის, გელათის, კორცხელის, მანავის, მანგლისის სიონის, ნიკორწმინდის, ნეკრესის, გრემის, ვარძიის, ატენის სიონის, პირღებულის, ქორეთის, ტბისის, ტიმოთესუბნის, ფიტარეთის საფარას, ქციას, კვიპროსის ღალიას, ყარაჯაანთ საყდრის, ყინწვისის, ახალი და ძველი შუამთის, ჩხიკვთას სიონის, ხატისოფლის, ხაშმის, ტაბაკინის, ხოშათიანის, ჭულეს, უბისას, ლიხაურის, ვაყას, მოწამეთას, ხარაგაულის ვარძიის, ნაკურალეშის, ზეგანის წმ. მარინეს, გრემისა და სხვა სიძველეები.
მასალის გამოყენების პირობები






