დღეს ტელეკომპანია "თრიალეთის" შენობაში, დაახლოებით 17:00 საათზე, შეიჭრა მამაკაცი, რომელიც გამოირჩეოდა აგრესიული ქმედებით. იგი სიტყვიერი შეურაცხყოფით მოითხოვდა ჟურნალისტ გიორგი ახლაკაცთან შეხვედრას და მას ყელის გამოჭრით ემუქრებოდა.
მას შემდეგ, რაც საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა გოჩა დავითაშვილმა სიმშვიდისკენ მოუწოდა, კოჭლაშვილის მუქარა და შეურაცხყოფა ტელევიზიის სხვა თანამშრომლებზეც გავრცელდა და მან საინფორმაციოს ხელმძღვანელს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
მამაკაცი, რომელიც კომპანიის ოფისში შემოიჭრა, არის სოფელ ზერტის მკვიდრი, თამაზ კოჭლაშვილი. ის ზერტის საჯარო სკოლის ყოფილი პედაგოგის, ირინა ტურაშვილის მეუღლეა.
კოჭლაშვილის გაღიზიანება საინფორმაციო გამოშვებაში გასულმა სიუჟეტმა გამოიწვია, რომელიც შეეხებოდა ზერტის საჯარო სკოლაში პედაგოგ ირინა ტურაშვილის მიერ მოსწავლეების ცემის ამსახველ ვიდეოკადრებს.
მასალის გამოყენების პირობები






