გადაწყვეტილება ოფიციალურმა ისრაელმა მას შემდეგ მიიღო, რაც შვედეთმა პალესტინის სახელმწიფოებრიობა აღიარა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ელჩი მთავრობასთან კონსულტაციებს გაივლის და მოვლნების განვითარებას იერუსალიმში დაელოდება.
ელჩის გამოწვევამდე რამდენიმე საათით ადრე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა "ფეისბუქის" გვერდზე დაწერა, რომ შვედეთის მიერ პალესტინის აღიარება, წარუმატებელი გადაწყვეტილებაა, რომელიც ექსტრემისტული დაჯგუფებების მხარდაჭერას გამოხატავს.
შვედეთი გახდა ევროკავშირის წევრი პირველი ქვეყანა, რომელმაც პალესტინის სახელმწიფოებრიობა აღიარა. დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, იერუსალიმში "ალ აქსას" მეჩეთი გახსნეს, რომელიც არეულობის გამო დაკეტილი იყო. გუშინ მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ მუსლიმებისთვის ამ მეჩეთის დახურვა ომის გამოცხადების ტოლფასი გახდებოდა.
მასალის გამოყენების პირობები






