მოწმის სტატუსით ალექსანდრე ბატიაშვილი, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურაში 3 ნოემბერს, წარსდგება. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ, ინფორმაციას, უწყების მაღალჩინოსნების საქმესთან დაკავშირებით, 3 ნოემბერს დაგეგმილ ბატიაშვილის დაკითხვასთან დაკავშირებით და აცხადებენ რომ ალასანიას მოადგილემ უწყება ამის შესახებ სახლში მიიღო.
თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების საქმეზე სამინისტროს ხუთი თანამშრომელია დაკავებული. თბილისის საქალაქო სასამართლომ ხუთივე დაკავებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს.
თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირებს კომპანია "სილქნეტის" სასარგებლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ ბრალად.
მასალის გამოყენების პირობები






