,,ნაციონალებმაც“ და ,,ოცნებამაც“ გაგვანებივრა ვიდეოებით. ამ ვიდეოებმა მოიტანეს ის შედეგი, რაც ოცნებამ გათვალა. ციხის კადრებმა ძალიან გაუზარდა რეიტინგი იმ ძალას, რომელიც მაქსიმუმ 30-40%-ით შედიოდა პარლამენტში.
ამ ციხის კადრების გარდა, ოცნებამ კიდევ წარმოგვიდგინა ვიდეოები, სადაც აქცენტი გადატანილი იყო იმაზე, თუ როგორაა მთავრობაში გამეფებული კორუფცია, რომ კორუფცია დამარცხებულია დაბალ ეშელონებში, მაგრამ წარმატებით ფუნქციონირებს მაღალ ეშელონებში, თვით პრეზიდენტის დონეზეც კი.
გავრცელებულმა ვიდეოებმა აჩვენა სულ სხვა: არ ვიცი, შეიძლება სხვამაც შენიშნა, მაგრამ ჯერჯერობით არსად არ წამიკითხავს ამის შესახებ. ამ ვიდეოებმა აჩვენეს, თუ რამდენად დაუფიქრებლად შეიძლება ქართულმა საზოგადოებამ მიიღოს ხშირ შემთხვევაში არასწორი გადაწყვეტილება, და ალბათ ოცნების ზევითა ეშელონებში . ამიტომაც გადაწყვიტეს, რომ არ გაეგრძელებინათ ვიდეოებით სპეკულირება.
ეს ვიდეო უბრალოდ „გაეპარათ“ ოცნების ლიდერებს–ან უბრალოდ ხალხს აჩვენეს რომ აი, ჩვენ „სიმართლეს“ გაჩვენებთ–და ეს „სიმართლე“ აჩვენეს იმ კუთხით, რა კუთხითაც თავად აწყობდათ.
ამ ვიდეოებში ერთ–ერთი ოპიზიციის ყოფილი ლიდერი, აწ განსვენებული ბადრი პატარკაციშვილი მთავრობის წარმომადგენლებს საყვედურობს, რომ მას ხელს უშლიან ბიზნესის წამოწყებასა თუ გაფართოებაში საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები, და ამა ყველა საუბარს აწ განსვენებული ბადრი პატარკაციშვილი იწერს ფარული კამერით. რა თქმა უნდა იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოეყენებინა.
ეს ვიდეოები შეიძლება დავყოთ 2 ეტაპად, აწ განსვენებული ზურაბ ჟვანიამდე და ჯვანიას შემდგომ ეტაპად, ვეცდები ავხსნა რატომ, ოღონდ ამისთვის პატარა ნახტომის გაკეთება მოგვიწევს წარსულში.
2003 წელს დიდი უმრავლესობით საქართველოს მთავრობაში მოვიდა მიხეილ სააკაშვილი, ისინი ამას ,,ვარდების რევოლუციას" უწოდებენ, მავანნი კი სახელმწიფო გადატრიალებას, არადა, ორივე მხარე მართალია თავის შეფასებებში. ახალმოსულ ხელისუფლებას გვერდით ედგნენ ის პიროვნებები, რომლებიც დღევანდელი ოცნების მაღალ ეშელონებში არიან და ქართული ოცნების ლიდერებად მოიაზრებიან, ისინიც ასევე გულმხურვალედ უკრავდნენ მიშას ტაშს და გამოდიოდნენ შევარდნაძის წინააღმდეგ, როგორც ახლა უკრავენ ტაშს ბიძინას და გამოდიან მიშას წინააღმდეგ. მიშასა და ახლანდელი ზოგიერთი ,,ქართული ოცნების" მაღალ ეშელონების წარმომადგენელთა შორის შავმა კატამ გაირბინა მთავრობის დაკომპლექტების დროს, მიშამ ისინი თამაშგარე მგდომარეობაში დატოვა. და ზუსტად ამის შემდეგ აღმოაჩინეს მათ, თუ რა ცუდი პიროვნება ყოფილა მიხეილ სააკაშვილი. კიდევ ვიმეორებ, რომ მათ ეს თქვეს მხოლოდ მაშინ, როდესაც მიშამ ისინი მშრალზე დატოვა.
ვიდეოებში გამოიკვეთა ის, რომ ბადრი პატარკაციშვილი სანამ გახდებოდა ოპოზიციის ერთ–ერთი ლიდერი, აქტიურად თანამშრომლობდა მთავრობასთან და გადიოდა კონსულტაციებს, ხვდებოდა აქტიურად მთავრობის წარმომადგენლებს და ცდილობდა მათთან ერთად გადაეწყვიტა საკუთარი ბიზნესის მომავალი, აგრეთვე გამოეთქვა პრეტენზიები, ანუ გარკვეულ მომენტებში, სანამ ასე თუ ისე მისთვის იყო ასატანი მთავრობის პოზიცია–ის თანამშრომლობდა მათთან, მხოლოდ ბოლოს როდესაც უგულავამ პირდაპირ განუცხადა პატარკაციშვილს რომ ეჭვები აქვთ იმაზე, რომ პატარკაციშვილი თანამშრომლობს რუსეთთან ზუსტად მაშინ მიიღო გადაწყვეტილება ბადრიმ გამხდარიყო ოპოზიციის ლიდერი და ებრძოლა ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ–რითაც მან შეცდომა დაუშვა, რადგან იჩქარა.
პირველი ეტაპი- ჟვანიას გარდაცვალებამდე, ბადრი პატარკაციშვილის აქტიური შეხვედრები, კონსულტაციები და პრეტენზიები მთავრობის წარმომადგენლებთან.
მეორე ეტაპი- ჟვანიას გარდაცვალების შემდგომ, ბადრი პატარკაციშვილის აქტიური შეხვედრები, კონსულტაციები და პრეტენზიები მთავრობის წარმომადგენლებთან.
აქედან სჩანს, მიუხედავად იმისა რომ ხალხი პირდაპირ ადებდა ხელს მთავრობას და მიხეილ სააკაშვილს როგორც ჟვანიას მკვლელს–ბადრი პატარკაციშვილს არ ეთაკილებოდა მათთან შეხვედრა. ის, სანამ არ მოხდა ინტერესთან შეჯახება მთავრობის წარმომადგენლებთან (ჟვანიას გარდაცვალების დიდი ხნის შემდგომ), მანამდე პატარკაციშვილს არც უფიქრია, რომ ოპოზიციაში გადასულიყო, და ამ ვიდეოებიდან კარგად სჩანს რომ მისი ოპოზიის ლიდერად გახდომა გამოიწვია არა ქართველი ხალხის მძიმე მდგომარეობამ არამედ კომერვიული ინტერესების არდაკმაყოფილებამ–ბადრი პატარკაციშვილს ჰქონდა მართლაც დიდი და კარგი პროექტები ხალხის დასაქმებისთვის და მთავრობა ამაში ხედავდა საფრთხეს, მაგრამ ბადრი პატარკაციშვილმა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ გადაწყვიტა გამხდარიყო ოპოზიციის ნაწილი, როდესაც უგულავამ პირდაპირ მიანიშნა, რუსეთიდან მართული ხარო.
ამ დროს, სანამ ბადრი პატარკაციშვილი ხვდებოდა მთავრობის წარმომადგენლებს, საქართველოში მიშას წინააღმდეგ აქციებს მართავდენ ახლანდელი ოცნების ზოგიერთი ლიდერი და ყოფილი მიშას თანაგუნდელი,რომლებიც მიშამ მოისროლა.
ამ დროს კი ასპარეზზე არ სჩანს ძირითადი მოთამაშე, მოთამაშე, რომელიც ამ დროს უკვე იმყოფება საქართველოში, რომელიც ასევე გადის კონსულტაციებს და როგორც თავად თქვა – რჩევებს აძლევს მიხეილ სააკაშვილს, ანუ 2 მილიარდელი ერთდროულად ცდილობს რომ მოიპოვოს მთავრობის ნდობა თუ კეთილგანწყობა. ამ დროს ერთ-ერთ მილიარდელს უფუჭდება ურთიერთობა მთავრობასთან. მეორე მილიარდელი კი არ სჩანს. ის განაგრძობს აღმშენებას და როგორც თავად სთქვა „რჩევების მიცემას“ მიხეილ სააკაშვილთან. აგრეთვე მთავრობის პროექტების დაფინანსებას, განსხვავებით ბადრი პატარკაციშვილისაგან.
და როდესაც ბადრი პატარკაციშვილი გამოვიდა და საჯაროდ დაიწყო მთავრობის წინააღმდეგ მოძრაობის აგორება, მეორე მილიარდელი კვლავ დუმდა. ის კვლავ აშენებდა და აფინანსებდა მთავრობის პროექტებს. ბადრი პატარკაციშვილს ამ მეორე მილიარდელისგან განსხვავებით ჰქონდა ერთი დიდი პლიუსი ქართველი ხალხის თვალში, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ ვერაფერი მოუხერხა, ბადრის ვერცერთი მთავრობის წევრი ვერ ადებდა ხელს როგორც რუსეთიდან შემოგზავნილს, რადგან ბადრის წინააღმდეგ რუსეთში მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საქმე.
რა თქმა უნდა ბადრი გაამართლეს, მაგრამ მისთვის,როგორც ოპოზიციის ლიდერისთვის ეს ძალიან დიდი პლიუსი იყო. ეს პლიუსი არ ჰქონდა მეორე მილიარდელს, მას არანაირი გართულებული ურთიერთობა არ ჰქონია რუსეთის მაღალ ეშელონებთან და საჭირო იყო ამის საპირწონე რაიმე მოეფიქრებინა. მოიფიქრა, ის დარჩა ჩრდილში 2011 წლამდე, სანამ არ ჩათვალა საჭიროდ, გააკეთა საკმარისი იმისთვის რომ ხალხს იგი უდიდეს მეცენატად და საქართველოს თავდავიწყებით შეყვარებულ პიროვნებად არ შერაცხყვეს.
არადა ბადრის გარდაცვალებიდან 3 წელიწადში დაიწყო პოლიტიკური აქტივობა.
არადა ზურაბ გარდაცვალებიდან 6 წელიწადში დაიწყო პოლიტიკური აქტივობა.
არადა თავად განაცხადა, რომ 2006 თუ 2007 წლამდე ის რჩევებს აძლევდა მიხეილ სააკაშვილს, და რომელს გვჯერა მისი განცხადების, რომ ის ამ წლებამდე ტელევიზორს არ უყურებდა და არ იცოდა, რა მოვლენები მიმდინარეობდა საქართველოში?
არადა ის არ გამოსულა 2005 წელს და არ დაუფიქსირებია თავისი პოზიცია ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გამო, თუმცა ეხლა ამბობს რომ ის მოკლეს.
არადა 2008 წლის თებერვლამდე არ გამოსულა სახალხოდ და არ დაუფიქსირებია ბადრის გარდაცვალების გამო თავისი პოზიცია, თუმცა ის აღიარებს რომ ბადრი მოკლეს.
არადა მას ერთხელაც არ უთქვამს, 2006 თუ 2007 წლამდე რომ ხალხო, თქვენ რომ გგონიათ მიშას სოროსის ფონდი აფინანსებს, სოროსი კი არა მე ვაფინანსებ, მე ვუხდი მას და მის მთავრობას ხელფასებს, მე ვაფინანსებ პოლიციას და ჯარს, და ასე შემდეგ.
რატომ? ასეთი თავმდაბალია? თუ არ აწყობდა? თუ მას არ ჰქონდა ის იმუნიტეტი, რაც ბადრი პატარკაციშვილს?ანუ ბადრისნაირად არ ჰქონდა საქმე გაფუჭებული რუსეთის მაღალ ეშელონებთან? თუ, როგორც ბადრი პატარკაციშვილი ისიც აქტიურად ხვდებოდა მთავრობის წევრებს და არ აწყობდა ამის აღიარება? არადა რომ ხვდებოდა ეს აშკარაა, რადგან ის პროექტები (არადა მართლაც კარგი პროექტები) ვერ განხორციელდებოდა. მაშ რატომ სდუმდა ივანიშვილი და რატომ არ დაუდგა გვერდით პატარკაციშვილს?
ამ ვიდეოებმა ძალიან ბევრი შეკითხვები დასვა და ალბათ ამას მიხვდნენ ,,ოცნებაშიც" და იმიტომაც არ გააგრძელეს ეს თემა.
2 მილიარდელის ერთ პატარა ქვეყანაში ცხოვრება,რომელთაც თავისი ინტერესები და ბიზნესები აქვთ ამ ქვეყანაში ჰგავს იმას რომ 2 მშიერი (ეს სიტყვა არ ნიშნავს რომ ბიძინა და ბადრი მშივრები იყვნენ) ხვადი ლომი გამოამწყვდიო ერთ ნაჭერ ხორცთან ერთად.
ბიძინამ (როგორც ბადრიმ ოპოზიციში გადასვლიუს შემდგომ) ეხლაღა აღიარა რომ თურმე მთავრობა ბევრ პროექტებს უბლოკავდა, რატომ მაშინვე არ უთხრა ხალხს? იქნებადა ზუსტად იმ მიზეზით რა მიზეზითაც ბადრი ამ ამბობდა თავის დროზე?
ბიძინამ მხოლოდ ეხლაღა აღიარა რომ სოროსი კი არა თურმე ის აფინანსებდა მიშას. კი მაგრამ რატომ მაშინ არ თქვა როდესაც ხალხი სოროსს უტრიალებდა ცოცხალს და მკვდარს? იქნებ იმიტომ რომ მიშას მთავრობა მაგ პერიოდში „აწყობდა“?
ბიძინამ მხოლოდ ეხლა თქვა რომ აქტიურად აძლევდა რჩევებს მიშას 2006 თუ 2007 წლამდე, კი მაგრამ ჟვანია ხომ 2005 წელს დაიღუპა? რატომ მაშინ არ გამოვიდა ხალხთან?
ბიძინამ მხოლოდ ახლა აღიარა, რომ მიშა არის ქვეყნის დამაქცევარი. კი მაგრამ რატომ არ დაუდგა ბადრი პატარკაციშვილს გვერდით? ბადრიმ ხომ ეგ 2008 წელს თქვა?
ასეთი კითხვები ძალიან ბევრია დაგროვილი ხალხში, იმ ხალხში რომელმაც 9 წლიანი პოლიტიკური გამოცდილება 2012 წელს წყალს გაატანა, არა განა იმიტომ რომ ნაცმოძრაობა არ აირჩიეს, უბრალოდ იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა ქართველმა ერმა, ის მხოლოდ და მხოლოდ მესიის თუ კერპის გამოჩენის დროს ხდება აქტიური.
ქართველებმა ხომ ერთ დროს მიშაც გააკერპეს?
ქართველებმა ხომ ბადრი პატარკაციშვილიც გააკერპეს? არადა თურმე ბიზნესინტერესების გულისთვის დაპირისპირებია ბადრი მთავრობას.
ქართველებმა ხომ ერთ დროს გრეჩიხაც გააკერპეს? შემდეგ თავად ხალხში დადიოდა ხმები რომ გრეჩიხამ 2 მილიონი აიღო მიშასგან და დაშალა მიტინგიო, ხოლო იგივე ქართველები 2012 წელს სულმოუთქმენლად ელოდა რას იტყოდა გრეჩიხას მიერ მომზადებული ეგზიტპოლის შედეგები. რა უცებ დაივიწყეს მის მიერ მიშასგან აღებული 2 მილიონი.
ქართველებმა ხომ ერთ დროს ბურჯანაძეც გააკერპეს? არადა მიშას მარჯვენა ხელი იყო, მისი განცხადება 2007 წლის მოვლებებზე უცებ იქნა დავიწყებას მიცემული.
ქართველებმა ხომ ბიძინას გააკერპეს? თუმცა კი მისთვის შეკითხვები არ დაუსვიათ, თუ რატომ სდუმდა და ატყუებდა ქართველ ხალხს, რატომ არ გამოვიდა და ღიად არ აფიქსირებდა თავის პოზიციას, იმიტომ ხომ არა რომ მისი პოზიცია სრულ თანხვედრაში იყო მმართველი პარტიის პოზიციასთან?
ბევრი შეკითხვებია, ძალიან ბევრი, ხოდა სულ ცოტა ხანში გამოჩნდება ეს 2012 წლის არჩევანი ქართველებისთვის აღსრულებული ოცნებაა თუ გოლი საკუთარ კარში.
გიორგი შარაშენიძე
სპეციალურად ნიუპოსტისათვის
მასალის გამოყენების პირობები






