თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეზე გამოტანილი განაჩენი დაცვის მხარემ, შესაძლოა დღეს გაასაჩივროს.
დაკავებულების უფლებების დამცველები იმ ფაქტსაც აპროტესტებენ, რომ პროცესზე შვიდ ადვოკატს მოსამართლემ სიტყვით გამოსვლისას მხოლოდ 15 წუთი მისცა.
„იშვიათია ისეთი უკანონობა რაც სასამართლო დარბაზში იყო, რადგან შვიდ ადვოკატს მოსამართლემ სიტყვით გამოსვლის დრო 15 წუთით განვისაზღვრა. შესაბამისად, იქ იყო უამრავი დარღვევა, რაზეც სასამართლომ არანაირი რეაგირება არ მოახდინა", - აცხადებს ლევან სამუშია.
დაკავებული მაღალჩინოსნებისთვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ახალგაზრდა იურსიტთა ასოციაციაშიც აპროტესტებენ , რომლებიც პროცესს აკვირდებიან.
"ჩვენთვის გაუგებარია, როგორ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი კონსტიტუციური პრინციპი მხარეთა შეჯიბრებითობის და თანასწორობის, თუ დაცვის მხარეს საქმის მასალების ასლი გადაიღოს. შვიდ ადვოკატს მთლიანობაში 15 წუთი მიეცა სიტყვის წარმოსათქმელად. ეს ცალსახად არ ნიშნავს სამართლიან დამოკიდებულებას ამ საქმისადმი. დასაბუთება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების, დღევანდელ პროცესზე ვერ მოხდა“, - განაცხადა საია-ს თავმჯდომარემ კახა კოჟორიძემ.
თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს სასამართლომ წინასწრაი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის გაფლანგვას ედავება. არც ერთი დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს.
მასალის გამოყენების პირობები






