საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტს პოლონეთის დელეგაციამ სახანძრო აღჭურვილობა გადასცა
სამართალი - 09:51, 30 Oct, 2014     2717

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტს, დამატებითი აღჭურვის მიზნით, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავის სახანძრო სამსახურის მთავარმა სკოლამ ჰუმანიტარული ტვირთის სახით საჩუქრად სახანძრო აღჭურვილობა გადასცა. ტვირთის მიღების ცერემონია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს ბაზაზე გაიმართა.

ღონისძიებას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ქაწაშვილი, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები – გიორგი გაზდელიანი და თეიმურაზ კორძაია, პოლონეთის ელჩი საქართველოში ანჟეი ჩიეშკოვსკი, ქალაქ ვარშავის სახანძრო სამსახურის მთავარი სკოლის რექტორი, გენერალი რიჩარდ დაბროვა, თანამშრომლები რაფაელ მატუსკევიჩი და მარტინ ლაფაჩი, ამავე სკოლის ქიმიური და ეკოლოგიური დეპარტამენტის დირექტორი ზდზისლავ სალამონოვიჩი, ასევე, ვარშავის სახანძრო აღჭურვილობის კომპანიის წარმომადგენლები დომინიკ მარკოვსკი და ვლადიმერ ჩლებოვსკი დაესწრნენ.

პოლონეთის დელეგაციამ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტს სპეციალური აღჭურვილობა: სახანძრო ჩაფხუტი, სახანძრო ფეხსაცმელი, სახანძრო ხელთათმანი, სპეციალური ხანძარსაწინააღმდეგო ტანსაცმელი, სასიგნალო აღჭურვილობა და ინსტრუმენტების ნაკრები გადასცა. ტვირთის მიღების დოკუმენტს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა, ხოლო პოლონეთის მხრიდან - ქალაქ ვარშავის სახანძრო სამსახურის მთავარი სკოლის რექტორმა, გენერალმა რიჩარდ დაბროვამ. აღნიშნული სახანძრო აღჭურვილობა ხელს შეუწყობს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების დროს უსაფრთხოების და ასევე, მოსახლეობის დაცულობის უზრუნველყოფის გაუმჯობესებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42