,,ვხედავთ როგორ გვეღუპება შვილი“: 12 წლის ბიჭი ერთი წელია შიმშილობს
მსოფლიო - 00:12, 30 Oct, 2014     9975
ამერიკელმა ბიჭმა, რომელმაც ჭამაზე უარი თქვა, ექიმები დილემის წინაშე დააყენა. ბიჭი ასეთ მდგომარეობაში უკვე მთელი წელი იმყოფება. 2013 წლის ოქტომბერში 12 წლის ლენდონ ჯონსმა პიცას ნაყინი მიაყოლა, ამის შემდეგ კი მან ჭამა კარძალა. ბიჭს შიმშილის გრძნობა არ აწუხებს, თუმცა პროდუქტების სუნს და გემოს გრძნობს.

ენერგიული და სიცოცხლით სავსე ბიჭი, რომელიც მეგობრებთა ერთად მუდმივად ერთობოდა, თავისი ცხოვრებით აღარ ცხოვრობს. 24 საათის განმავლობაში მას პირისღებინებისა და თავბრუსხვევის შეგრძნება აწუხებს. ლენდონის მშობლებმა შეერთებული შტატების 5 სხვადასხვა სახის კლინიკა მოიარეს. მხოლოდ ერთ საავადმყოფოში მათ 4000 აშშ დოლარი დახარჯეს, თუმცა ექიმებმა ბიჭის დახმარება ვერ შეძლეს.

პროფესორი, პედიატრი მარკ პატერსონი, რომელსაც მედიცინაში მუშაობის 33 წლის გამოცდილება გააჩნია, აღნიშნავს: ,,ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მას, მაგრამ ზუსტი დიაგნოზის მაინც ვერ დავადგინეთ“.

მისივე თქმით, შესაძლოა, მსოფლიოში ეს იყოს ერთადერთი შემთხვევა ამ ბიჭისა, რომელსაც მსგავსი დაავადება აღმოაჩნდა. ,,ჩვენ ვხედავთ, თვალწინ როგორ გვეღუპება ბავშვი“ - ამბობს ლენდონის 43 წლის მამა ამერიკულ გამოცემასთან ინტერვიუში.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბიჭმა 16 კილო დაიკლო. ავადმყოფობამდე ის 47-ს ხოლო ამჟამად 30 კილოს იწონის. მშობლები ყველა ღონეს ხმარობენ, რომ შვილი როგორმე გამოკვებონ, თუმცა მისი მდგომარეობიდან გამომდინარე ამას მხოლოდ სპეციალური ზონდის მეშვეობით თუ ახერხებენ.

ამერიკელები ამის მიზეზად ჰიპოტალამუსის დარღვევას ასახელებენ, რომელიც ორგანიზმში ნივშიერებათა ცვლას არეგულირებს. ამასთან ის ხელს უწყობს ტემპერატურისა და სისხლის მიმოქცევის რეგულირებას.

ბიჭს ამჟამად უცნაურობა ახასიათებს, მას შეუძლია მთელი დღის მანძილზე იჯდეს გაუნძრევლად და ერთ წერტილს უყუროს, არ აქვს რეაქცია, რაც არ უნდა ხდებოდეს მის გარშემო. მას პრეპარატი ,,დეპაკოტი“ გამოუწერეს, რომელსაც ბიჭი მთელი წლის განმავლობაში იღებდა, თუმცა პრეპარატის გამოყენება მსგავსი დაავადების დროს რა შედეგს იძლევა, უცნობია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42