გიორგი კვერენჩხილაძე: ახლანდელ ხელისუფლებას კონსტიტუციური უმრავლესობა არ ჰყავს
პოზიცია - 14:15, 04 Jan, 2013     4596

 

 

,,მსოფლიოში ვერცერთი სასამართლო ვერ წყვეტს კონსტიტუციის ერთი ნორმის  მეორესთან შესაბამისობის ან  შეუსაბამობის საკითხს. აქ გარკვეულად ჩიხური სიტუაციაა. თავის დროზე პარლამენტმა გამოხატა ნება იმისა, რომ პრეზიდენტს  გაუგრძელდა უფლებამოსილება, კონსტიტუციაში რაც წერია, ის კანონმორჩილი ადამიანისთვის  შესასრულებლად სავალდებულოა.   ე.წ. ახალგაზრდა დემოკრატიის სახელმწიფოებში საკონსტიტუციო უმრავლესობა ყოველთვის საფრთხის მომტანია. არის იმის პრობლემა, რომ კონსტიტუციაში წერია ერთი და მეორე, რეალურად ერთმანეთის საპირისპირო ნორმები. ბევრ ევროპის ქვეყანაში აქვთ   კონსტიტუციური ნორმის ოფიციალური განმარტების უფლება, საქართველოში კი ამგვარი უფლება არავის არ აქვს. კარგი იქნებოდა, თუ ამგვარ უფლებამოსილებას საკონსტიტუციო სასამართლოს მისცემდნენ’’.-აცხადებს კვერენჩხილაძე.

 

ექსპერტი-კონსტიტუციონალისტი  აცხადებს, რომ საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლოს კარგი ფუნქცია აქვს,

„საკონსტიტუციო სასამართლოს კარგი ფუნქცია აქვს, ეს არის მსოფლიოში დემოკრატიის მონაპოვარი.  ძალიან მნიშვნელოვანი ორგანოა, ჩვენთან მოქალაქეს შეუძლია მიმართოს პირდაპირ და ბევრ ევროპის ქვეყანაში ეს უფლება მოქალაქეებს არ აქვს, ანუ სტანდარტი ჩვენთან რაღაც ნაწილში მაღალია ბევრ ქვეყანასთან შედარებით. მინდა გითხრათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პრეცედენტული გადაწყვეტილებები აქვს მიღებული.  სასამართლო ეს არის ორგანო, რომელსაც სამი ძირითადი ფუნქცია აქვს, ეს არის ადამინის უფლებების დაცვა, კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვა და ხელისუფლების განაწილების უზრუნველყოფა’’-განმარტავს ექსპერტი.

 

მისივე განცხადებით, საკონსტუტიციო სასამრთლოს დავის მომწესრიგებლის ფუნქცია არ აქვს იმიტომ, რომ ამის უფლებამოსილება არც კონსტიტუციით და არც  საკონსტუტიციო სამართლის ორგანული კანონითაც არ აქვს მინიჭებული,

,,რეალურად აქ გარკვეული სამართლებრივი კაზუსური სიტუაციაა, არ აქვს უფლებამოსილება განმარტოს კონსტიტუციური ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოს. კარგი იქნებოდა, რომ მას დაემატოს ეს უფლებამოსილება. იდეაში მე გამოსავალს ვხედავ თავად პარლამენტი დაუბრუნდეს ამაზე მსჯელობას, იმას ვისაც ხელეწიფება კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა, ის უნდა დაუბრუნდეს ამ პრობლემას და მან უნდა გადაწყვიტოს  კონსტიტუციაში არსებული შეუსაბამობები’’-აცხადებს გიორგი კვერენჩხილაძე და იქვე მიუთითებს, რომ პრეზიდენტს ფორმალურადაც  და იურიდიულადაც საკმოდ დიდი უფლებამოსილებანი გააჩნია დღესაც.

 

გამოხატვის, შეკრების და მანიფესტაციის თავისუფლებას ვერავისაუკრძალავ, თუმცა მე ვთვლი, რომ კონსტიტუციაში გარკვეული ცვლილებების შეტანა ისევ იმ ორგანომ უნდა განახორციელოს, ვისაც ეს ხელ ეწიფება და ეს არის პარლამენტი, მანაც რაღაც დოზით უნდა გაითვალისწინოს შექმნილი ვითარება და უნდა მოძებნოს „ოქროს შუალედი“.- აცხადებს კვერენჩხილაძე და დასძენს, რომ  პარლამენტის გარდა დღეს დღეობით სამართლებრივი გზით ამგვარი საკონსტიტუციო ჩიხის გასწორება არავის არ შეუძლია.

 

კონსტიტუციონალისტი ,,ნიუპოსტთან’’ საუბარში საკონსტიტუციო ცვლილებებს და მისთვის საჭიროს საკონსტიტუციო უმრავლესობის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ახლანდელ ხელისუფლებას კონსტიტუციური უმრავლესობა არ ჰყავს და ნებისმიერი დეპუტატი თავისი შეხედულებით იღებს გადაწყვეტილებას,

,,კონსტიტუციაში ცვლილების შეტანს სჭირდება პარლამენტის  სრული შემადგენლობის სულ ცოტა 2/3, ანუ  100 კაცი საკმარისია კონსტიტუციური ცვლილებისთვის. მე ვერ გეტყვით პოლიტიკურმა მოღვაწეებმა რა იგულისხმეს, მაგგრამ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა გაწერილია თავად კონსტიტუციით, უნდა მოხდეს აამის ინიცირება, მინიმუმ ერთ თვიანი ვადა უნდა გავიდეს საყოველთაო სახალხო განხილვისთვის მერე სამი მოსმენით და 2/3-ით შევიდეს ცვლილება, შემდეგ კი პრეზიდენტის მიერ პრომოგაციის ანუ ხელის მოწერის შემთხვევაში ამოქმედდება, ხოლო თუ ვეტო დაედება მისი დაძლევის მექანიზმიც არსებობს კონსტიტუციით.

 

ახლანდელ ხელისუფლებას კონსტიტუციური უმრავლესობა არ ჰყავს, ნებისმიერი დეპუტატი თავისი შეხედულებით იღებს გადაწყვეტილებას,  თავისუფალი მანტიის დოქტრინაა ჩვენთან.“- აცხადებს კონსტიტუციონალისტი გიორგი კვერენჩხილაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42