ევოლუციის თეორია არ უპირისპირდება სამყაროს შექმნის ამბავს - რომის პაპი ფრანცისკი
მსოფლიო - 12:38, 29 Oct, 2014     2323

პაპი ფრანცისკი ვატიკანის მეცნიერებათა აკადემიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. პაპის გამოსვლის მთავარი მესიჯი შემდეგნაირად ჟღერდა – მეცნიერებასა და რელიგიას შორის არ არის ინტერესთა კონფლიქტი, ნებისმიერი თეორია, რაც გვესმის, იქნება ეს ევოლუციისა თუ დიდი აფეთქების თეორია რეალურია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ღმერთი არ არსებობს.

„როდესაც ჩვენ ვკითხულობთ სამყაროს წარმოშობის ამბავს, წარმოვიდგენთ, რომ ღმერთი არის ჯადოქარი – ჯადოსნური ჯოხით, რომელსაც შეუძლია ყველაფრის გაკეთება – სინამდვილეში, ეს ასე არ არის! მან შექმნა ადამიანი და მისცა შესაძლებლობა, უნარი, მოეწესრიგებინა სამყარო შინაგანი რწმენის საფუძველზე და ასე შეესრულებინა თავისი მისია. ჭეშმარიტებაა ის, რომ სამყაროში ყოველივეს შექმნის საფუძველი სიყვარულია.

ღმერთმა ყოველ ქმნილებას მისცა არჩევანის თავისუფლება, მოქმედების ავტონიმია, თუმცა, ამავდროულად ჩაუნერგა მთავარი ისნტინქტი – კაცობრიობის გაგრძელების ინსტინქტი. ყოველი ჭეშმარიტება ადამიანისათვის შესაცნობელი და ხელმისაწვდომი გახადა – სწორედ ასე გრძელდებოდა სიცოცხლის ციკლი საუკუნიდან საუკუნემდე, მილიონობით და მილიარდობით წლის თავზე, მანამ, სანამ სამყარო არ მოვიდა იქამდე, როგორსაც დღეს ვხედავთ. ღმერთი არის ყოველივეს სიცოცხლის საწყისი და არა – ფილოსოფიურ მოძღვრებათა მოდელი, ან ჯადოქარი! ევოლუციის თეორია არ უპირისპირდება სამყაროს შექმნის ამბავს, რამდენადაც ღმერთმა შექმნა ამ პროცესის აუცილებელი მონაწილე – ადამიანი!

ბიბლიაში სამყაროს შექმნაზე წერია, რომ ღმერთმა შექმნა ადამი და მიუთითა, ყველაფრისათვის დაერქმია სახელი, შეექმნა ისტორია და გაეგრძელებინა ის. ამ დავალებამ, ადამი აქცია პასუხისმგებელად სამყაროზე. აქედან გამომდინარე ის, შესაძლოა წარმოვიდგინოთ სამყაროს მსახურად თავისი სიცოცხლის ბოლომდე. ღმერთმა გააფრთხილა ადამი, რომ ამ გარემოს განადგურება იქნებოდა უმთავრესი ცოდვა შემოქმედის წინაშე.

ჩვენ ყველა ვაგრძელებთ ადამის არსებობას, ამიტომ კაცობრიობა, პირველ რიგში კი მეცნიერი და , მითუფრო, ქრისტიანი მეცნიერი, უნდა ემსახურებოდეს სამყაროს, რათა დაიცვას მომავალი – დაიცვას ბუნებრივი გარემო და, რა თქმა უნდა, მასთან ერთად – ადამიანი! მეცნიერული საქმიანობის პარალელურად, ამ სფეროში მოღვაწეებმა არ უნდა დაივიწყონ ის საიდუმლოებები, მექანიზმები და კანონზომიერებები, რომლებსაც ბუნება ატარებს. მათ უნდა ახსოვდეთ , რომ საჭიროა გარკვეულ დროს ადამიანები არ ჩავერიოთ ამ ყველაფერში, არ ვცადოთ მათი ამოხსნა. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, სწორედ მეცნიერების ვალია, დაიცვას ასეთი კანონზომიერებები და საიდუმლოებები გამჟღავნებისა და ხელყოფისაგან!“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42