ვარსკვლავების საყვარელი დიეტები - როგორ ინარჩუნებენ წონას, მსოფლიოს ულამაზესი ქალბატონები
ეს საინტერესოა - 11:00, 10 Jul, 2017     5824
ლეგენდარული სოფი ლორენი, რომელიც 20 სექტემბერს 83-ე დაბადების დღეს იზეიმებს, არაჩვეულებრივ ფორმაშია. იმისთვის, რომ წონაში არ მოიმატოს, ჭამს დღეში 3-ჯერ, მცირე ულუფებით. ყოველდღე სვამს 1 ჭიქა იოგურტს, რომელშიც 1 კოვზი ლუდის საფუარია გახსნილი, დღეგამოშვებით კი ანანასს მიირთმევს. მსახიობი ორგანიზმის გაწმენდის მიზნით 3 თვეში ერთხელ განტვირთვის დღეს იწყობს. ამ დროს ჭამს მხოლოდ ხილს და სვამს უშაქრო ნატურალურ წვენებს. იგი არ ეწევა, არ სვამს სპირტიან სასმელებს. დასაძინებლად სოფი ლორენი 21 საათზე წვება, დილის 6 საათზე კი დგება. ვარჯიშობს 10 წუთის განმავლობაში, კუნთების ტონუსისა და მკერდის ფორმის შესანარჩუნებლად ცივ შხაპს იღებს, შემდეგ კი სასეირნოდ მიდის. რაც შეეხება მის დიეტას, იგი ასე გამოიყურება:



დღე პირველი:

საუზმე: 170 გ ფორთოხლის წვენი, მოხარშული კვერცხი
სადილი: სალათის ფურცლები, ნებისმიერი ბოსტნეული, 60 გრამი წვრილად დაჭრილი ინდაურის ხორცი და უცხიმო ყველი
ვახშამი: 115 გრამი მაკარონი, კრევეტები, ისპანახის სალათა
დესერტი: 1 ცალი ვაშლი

დღე მეორე

საუზმე: 1 ჭიქა მსხვილი ბურღულეული და უცხიმო რძე
სადილი: ხილის სალათა და ნახევარი ჭიქა ხაჭო
ვახშამი: 115 გრამი სპაგეტი ინდაურის ხორცის გუფთით და სალათის ფურცლები
დესერტი: 1 ცალი მსხალი

დღე მესამე

საუზმე: პურის ორცხობილა და უცხიმო ყველი
სადილი: 115 გ მწვანე სალათა და მოხარშული ქათმის ხორცი
ვახშამი: 170 გ უცხიმო ყველი, ბოსტნეულის სალათა
დესერტი: 2 ცალი ატამი



ანჯელინა ჯოლის იდეალური რაციონი კი ასე გამოიყურება:

საუზმე: კვერცხის ომლეტი, 1 ცალი საშუალო ზომის პომიდორი, ყველი, უკოფეინო ნაღებიანი ყავა
სადილი: სოკოს სალათა, ბიფშტექსი, მწვანე ხახვი, მწვანე სალათა, ცოტა ყველი
ვახშამი: კომბოსტოს სალათა ნივრითა და ლიმონით, შემწვარი ორაგული



ჯენიფერ ლოპესის დიეტა:

საუზმე: 1 ჭიქა წყალი, 1 ფორთოხალი, კაკაო, 15 წუთის შემდეგ ერთი ცალი ნებისმიერი ხილი
სადილი: 200 გ ხაჭო, 200 გ ხილი
სამხარი: ცოტაოდენი ჩირი
ვახშამი: 200 გ თევზი ან ფრინველის ხორცი, 300 გ ბოსტნეული
ძილის წინ: უცხიმო ნატურალური იოგურტი.



რაც შეეხება კლაუდია შიფერს, იგი ხანგრძლივ და მსუბუქ დიეტას ამჯობინებს. მას სილამაზის საკუთარი საიდუმლო აქვს: მწვანე ჩაი. მოდელი ყოველი ჭამის შემდეგ რამდენიმე ფინჯან მწვანე ჩაის მიირთმევს, ამ სასმელს ორგანიზმიდან ტოქსიკური ნივთიერებები გამოაქვს. გარდა ამისა, კლაუდიამ თავად შეიმუშავა დიეტა სახელწოდებით „5+“. მისი წყალობით დაახლოებით 3 კილოგრამს დაიკლებთ.

საუზმე: ხილისა და კენკრის ნარევი (გამონაკლისია ბანანი, ყურძენი და ლეღვი) და 100 გ იოგურტი

მეორე საუზმე: ხილის კოქტეილი, რომელიც 100 მლ იოგურტისა და 100 მლ ნებისმიერი ხილის წვენისგან მზადდება

სადილი: ბოსტნეულის რაგუ, რომელშიც შედის მოხარშული ყვავილოვანი კომბოსტო, 1 ცალი სტაფილო, ნახევარი თავი ხახვი, 1 სუფრის კოვზი ახალი ლობიო ან ბარდა, ოხრახუში, ნიახური, 100 გრამი დო, 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი

სამხარი: პურის პატარა ნაჭერი და 100 გ ქათმის ხორცი

ვახშამი: ხილის ფლავი (50 გრამი მოხარშული ბრინჯი, ვაშლი და 100 გ ნებისმიერი სხვა ხილი და კენკრა)





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42