„მისის ჰადსონი მოწოდების სიმაღლეზეა - თქვა ჰოლმსმა და ქარის სანელებლებში ჩათუშული ქათმიან ქვაბს თავი მოჰხადა - მას არ უყვარს მრავალფეროვანი მენიუ, თუმცა შოტლანდიელის პირობაზე, მაინც საინტერესო საუზმეა“...
მაშ, ასე დეტექტივის მენიუდან ერთი კერძი გამოიკვეთა „ქარის სანელებლებში ჩათუშული ქათამი“...
ექიმი ვატსონი მისის ჰადსონს გენიალურ მზარეულს უწოდებდა და ხშირად წააწყდებით, კომპლიმენეტებს მისი ნახელავის მიმართ...
ინგლისური დეტექტიური ჟანრის შედევრი პროფესიონალის დაწერილია - ედინბურგის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა გენიოსმა ქირურგმა სერ არტურ (კონან - ბიძის სახელია) დოილმა შესანიშნავად იცოდა ანატომია, სიცოცხლისა და სიკვდილის მიზეზები და შხამის მოქმედების ყველა დეტალი...
ამიტომ წერდა დეტექტივებს, სადაც დადებითი და უარყოფითი გმირიც თავად იყო და შეუცდომლად იკვლევდა ჩადენილ დანაშაულს.
პერსონაჟი შერლოკ ჰოლმი ნამდვილი ადამიანის აჩრდილია - ედინბურგის უნივერსიტეტის ექიმი იოზეფ ბელი გახლდათ ადამიანი-გენიოსი, ვინც სუნით, ერთი დეტალით ან სულაც ხმით ხვდებოდა ნებისმიერი პაციენტის წარსულს;)))
რამდენიმე წლის წინათ, სერ არტურ კონან დოილის ბიოგრაფებმა დროისგან გადაქექილი რვეული იპოვეს. რვეულის ყოველ ფურცელზე მწერლის გაკრული ხელი იკითხებოდა... კონან დოილი წერდა: „ჰოლმსის დაბადების დრის მენიუ“, „მაიკროფტის მარმელადი“ , „სალათები“ და ა.შ.
ეს იყო დეტექტივის წერის დროს გამოსაყენებელი მენიუს ჩამონათვალი... ჭკვიანმა ჟურნალისტებმა ეს მენიუ წიგნად გააცოცხლეს და ასე გაჩნდა „ჰოლმსის მენიუ“...
„არ არსებობს ცუდი ხორცი, არსებობს არასწორი რეცეპტები“ - ჩაიბუტბუტა სამზარეულოში მის ჰადსონმა, როცა ბაზრიდან მოტანილი ხორცი არ მოეწონა...
და აი, ისიც - იორკშირულად შებრაწული ხორცი ბოსტნეულში:
700 გრამი რბილი ხორცი დაჭერით პატარ კუბებად, ამოგანგლეთ პურის ფქვილში, რომელსაც დაამატებთ მარილსა და დანაყილ შავ პილპილს. შეწვით ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან, უფრო სწორად გააოქროსფრეთ... როგორც უკვე ვიცით, ასეთი წინასწარი მობრაწვა ხორცს აგემრიელებს და ამიტომ ეს პროცედურა არ გამოტოვოთ!!!
გადაიტანეთ ხორცი გამოსაცხობ ფორმაში, დაამატეთ ტაფაზე დარჩენილი ზეთი, 300 გრამი წითელი მშრალი ღვინო. დაამატეთ ლამაზად დაჭრილი კარტოფილები, მსხვილად დაჭრილი 4 სტაფილო, მსხვილად დაჭრილი 2 ხახვი, 4 კბილი დაჭრილი ნიორი, 300 გრამი წვრილად დაჭრილი პომიდორი, 200 გრამი დაჭრილი სოკო, ოხრახუში.
გაახურეთ აირღუმელი 150 გრადუსზე და შედგით გამოსაცხობად!
დაახურეთ გამოსაცხობ ფორმას და თუშეთ 5-6 საათი;)))- გირჩევთ მის ჰადსონი!
ო, რა იქნება;)))) ესმა
მასალის გამოყენების პირობები






