ვერძი - აუცილებლად შეინარჩუნეთ შინაგანი სიმშვიდე. დღეს რაც არ უნდა მოხდეს არ მიაქციოთ ყურადღება.
კურო - დღეს მიხვდებით, რომ ხშირად ექსპლუატაციას უწევდით ახლობლებს. ისინი გაგიგებენ, თუ თქვენგან ამ აღიარებას მოისმენენ და ვინც ვერ გაგიგებთ, ეს მხოლოდ იმის პრობლემაა.
ტყუპები - ადვილად ნურავის ენდობით, სიფრთხილე გმართებთ მეგობრებთან და კოლეგებთან ურთიერთობისას. თქვენი მოტყუების ალბათობა დიდია. მეგობრების დახმარებით ბევრ პრობლემას მოაგვარებთ, სიყვარულში ჰარმონიული სიტუაცია შენარჩუნდება.
კირჩხიბი - დღეს ყველანაირ საქმეში წარმატებას მიაღწევთ, მოსალოდნელია დიდი ხნის წინ გაცემული ფული უკან დაგიბრუნდეთ. სასიხარულო იქნება თქვენთვის ძველ მეგობრებთან შეხვედრა.
ლომი - უმჯობესი იქნება, ეს დღე თქვენს საყვარელ საქმიანობას დაუთმოთ. თუ ხელოვნებით ხართ გატაცებული, შესაძლოა შედევრიც შექმნათ. დიდხანს ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს და აზარტულ თამაშებს. თამამად მიიღეთ მონაწილეობა ერთობლივ პროექტებში. დღეს ღირს გარისკვა, მაგრამ საქმის გაჯანჯლების შემთხვევაში, გეგმების განხორციელება უახლოესი მომავლისთვის გადადეთ.
ქალწული - სახლი და საოჯახო პრობლემები დღეს თქვენთვის მთავარი საზრუნავია. ეცადეთ, თავზე არ აიღოთ ისეთი საქმის შესრულება, რომელიც თქვენს ძალებს აღემატება. ისწავლეთ კომპრომისებზე წასვლა.
სასწორი - მცირე პრობლემების მიუხედავად, წინ წარმატებული დღე გელით. გაგიმართლებთ ფინანსურ ოპერაციებში და სამსახურში შესაძლებელია დაგაწინაურონ კიდეც. არ გადაიღალოთ. ეს თქვენს ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება.
მორიელი - ეს დღე ცხოვრების განახლებას დაუთმეთ. ცვლილებები შეიტანეთ გარეგნობასა და გარდერობში. საყვარელ ადამიანს მეტი დრო და ყურადღება დაუთმეთ. გაუკეთეთ მას პატარა საჩუქარი, თქვენი ეს ჟესტი, მას ძალიან გაახარებს.
თხის რქა - ძალიან მიმზიდველად გამოიყურებით, ეცადეთ თქვენი აურა გაავრცელოთ გარშემო მყოფებზე, რადგან თქვენც გჭირდებათ ლაღი გარემო, გაცემის შესაბამისად რომ მიიღოთ და განიმუხტოთ.მშვილდოსანი - ეს დღე იდეალურია სასიყვარულო ურთიერთობებისათვის. დღის მეორე ნახევარში მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ. საღამოს საქმიან ურთიერთობებში წარმატება გელით. ნებისმიერ იდეას ადვილად განახორციელებთ. ახალი სასიყვარულო თავგადასავლები თქვენს ცხოვრებას სტიმულს შემატებს.
მერწყული - დღევანდელი დღე პირად ცხოვრებას მოგწყვეტთ, არ დანებდეთ, თორემ თქვენი ღვაწლი უკვალოდ ჩაივლის.
თევზები - დღეს თავისუფლად შეგიძლიათ აიღოთ პასუხისმგებლობები საკუთარ თავზე, თქვენს მიერ დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებით დასრულდება. მიზნის მიღწევა ხელს შეუწყობს თქვენი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. კარგი დღეა ძველი კავშირების აღდგენისთვის.
მასალის გამოყენების პირობები






