საქართველოს მთავარ პროკურატურაში ამ წუთებში დაკითხვაზე ფოტოგრაფი ნათია გედენიძე იმყოფება. გამოძიება ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე მიმდინარეობს, როდესაც ოთხი ფოტოგრაფი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.
ბრალეულობის მოხსნის მოთხოვნით, ხელახალი გამოძიება რამდენიმე თვის წინ ფოტოგრაფების მოთხოვნით დაიწყო. ცნობილია, რომ ამ დროისათვის უკვე დაკითხულები არიან ჯაშუშობისთვის ბრალდებული ორი პირი, მათ შორის გიორგი აბდალაძე.
ნათია გედენიძის დაკითხვა პროკურატურაში თითქმის ორი საათია გრძელდება. გედენიძემ დაკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა:
„ჩვენი სურვილია, რომ იქნეს გამოძიებული, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას, მოგვეხსნას ნასამართლეობა და ზოგადად ეს სტატუსი, რომელსაც დღემდე ვატარებთ. ჩემამდე გუშინ და გუშინწინ დაიკითხა გიორგი აბდალაძე და ზურაბ ქურციკიძე. შემდგომში დაიკითხება ირაკლი გედენიძე“, - განაცხადა ნათია გედენიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






