სიბერე ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით (ნაწილი პირველი)
ეს საინტერესოა - 17:32, 25 Oct, 2014     11080

როგორ ბერდებიან ვერძები

სანამ ვერძები მუშაობით არიან დაკავებულები - მუშაობენ, იპყრობენ ახალ მწვერვალებს, ისახავენ რთულად მისაღწევ მიზენებს, სიბერე არ ჩქარობს „მიაკითხოს“ მათ. რა თქმა უნდა შესაძლოა ვერძები შეაწუხოს ასაკთან დაკავშირებულმა დაავადებებმა, მაგრამ ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები ცდილობენ, ამ ყოველივეს ყურადღება არ მიაქციონ, განაგრძობენ აქტიურ საქმიანობას და ცდილობენ ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ.

პენსიაზე გასვლის შემდეგ, ვერძები ცდილობენ მათი არსებობა გაამრავალფეროვნონ და იწყებენ იმით დაკავებას, რისთვისაც მთელი ცხოვრება დრო არ ჰყოფნიდათ. ისინი მოგზაურობენ, იჩენენ ახალ ჰობის, გარკვეული მათგანი კი ახალი პროფესიის შესწავალსაც კი სცდის. შესაძლოა შვილიშვილებიც კი გახდეს მათი ცხოვრების აზრი, ესეც ხომ მიზეზია, არ იჯდე ერთ ადგილზე?

როგორ ბერდებიან კუროები

კუროებს სიჯიუტე სიბერესთან ერთად მანიაში გადასდით. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ავტორიტარულ მოხუცებად ყალიბდებიან, რომლებიც მბრძანებლობენ საკუთარ ახლობლებზე, მაღაზიაში გამყიდველზე, ექიმებზე და მეზობლებზე, რომელებიც მათი აზრით არ იქცევიან შესაბამისად. კუროებთან კამათი ყოველგვარ აზრს არის მოკლებული, მაშინაც კი, თუ მისთვის სასიკეთო რაიმეს გაკეთება გსურთ.

ამასთანავე, წლებთან ერთად მათი უმრავლესობა წონაში იმატებს და სიტუაცია იმით ღრმავდება, რომ მათ გემრიელ საკვებზე უარის თქმა არ სურთ. სამაგიეროდ მათ ყოველთვის აქვთ რაიმე საქმე, რითიც პენსიაზე გასვლის შემდეგ კავდებიან - კურო, შეიძლება ითქვას, ერთადერთი ნიშანია, რომელიც შეძლებს საკუთარი სიამოვნებისთვის ურთულესი კერძი მოამზადოს.

როგორ ბერდებიან ტყუპები

სიბერეში ტყუპების ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად უარესდება. მითუმეტეს, თუ მათ გაჰყვათ წარსულიდან მათი არასწორი ცხოვრების წესის შედეგბი. მიუხედავად ამისა, სიცოცხლის უკანასკნელ წამამდე, ტყუპები ახალ-ახალ მიზნებს დაისახავენ და შეეცდებიან მწვერვალს მიაღწიონ. ასე რომ ტყუპები ან უკანასკნელ მომენტამდე მუშაობენ, ან ხელოვნებაში ეშვებიან. მაგრამ თუ ამ ზოდიაქოს ნიშანს დაავადება აწუხებს, იგი ფრთხილობს, ცდილობს განკურნების მეთოდების შესწავლას, ზღუდავს აქტიურობას და ცდილობს გარდაცვალება რაც შეიძლება დიდხანს „გადადოს“. მიუხედავად ამისა, რაიმე ჰობი მას მაინც რჩება.

როგორ ბერდებიან კირჩხიბები

როგორც წესი კირჩხიბები საპენსიო ასაკს მყარი მატერიალური კაპიტალით უახლოვდებიან. ეს კი მათ საშუალებას აძლევს თავი იგრძნონ საკმარისად დაცულად. თუმცა, დაგროვილ კაპიტალს არც თუ ისე სახარბიელოდ ხარჯავენ. გამონაკლისი შვილიშვილებია. მათ არ შეუძლიათ შვილიშვილებს რაიმეზე უარი უთხრან და რაც უფრო ბევრი ბავშვია მათ გარშემო, მით უფრო ბედნიერია კირჩხიბი.

ზოგადად, კირჩხიბები ძალიან ჰარმონიულად ბერდებიან, თითქოს სიყვარულითა და ახლობლების პატივისცემით იკვებებიან. ასევე კირჩხიბებიც ანალოგიურ სითბოს გასცემენ, რასაც იღებენ. ძალიან ხშირად, ოჯახები სწორედ მათზეა დაფუძნებული, ეს კი ამ ზოდიაქოს ნიშანს საშალებას აძლევს სიბერისგან მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს.

როგორ ბერდებიან ლომები

ლომების სიბერის ინტენსიურობა დამოკიდებულია იმაზე, თუ „როდის გაიზარდნენ“. თუ თავიდან მათ „ბავშვობაში დაყოვნება“ შეძლეს, შემდეგ კი ახალგაზრდობაში, მაშინ დიდხანს იქნებიან ძლიერები და სიცოცხლით აღსავსენი. მაგრამ თუ მათ ბავშვობიდანვე საკუთარ თავზე დიდი პასუხისმგებლობის აღება მოუწიათ, მაშინ სიბერე გაცილებით ადრე მიდის, ვიდრე ასაკს შეესაბამება.

ასაკთან ერთად, ეს ზოდიაქოს ნიშანი სულ უფროდაუფრო მეტ პატივისცემას და დიდებას მოითხოვს, განსაკუთრებით მათგან, ვისაც ახლობლად თვლის. ისინი სიამოვნებით ეხმარებიან ფინანსურად ნათესავებს, ასევე ზრუნავენ მათზე. მათთვის მნიშვნელოვანია, თავი საჭიროდ იგრძნონ, თუ ისინი ამ ყოველივეს იღებენ, მაშინ მათი სიბერე თითქმის ბედნიერებაა.

როგორ ბერდებიან ქალწულები

ქალწულებს იმდენად აშინებთ სიბერე, ზრუნავენ იმაზე, რომ იგი რაც შეიძლება გვიან მოვიდეს. ისინი ზრუნავენ სხეულზე, რეგულარულად იტარებენ სამედიცინო კვლევებს, ცდილობენ წონის გაკონტროლებას. ეს ყველაფერი მათ საშუალებას აძლევს არა იცხოვრონ სამუდამოდ, არამედ თავი იგრძნონ დაცულად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42