შსს საერთაშორისო საზოგადოებას არწმუნებს, რომ „ნაც.მოძრაობის“ მიმართ გამოძიება არ დაუწყია
სამართალი - 15:06, 25 Oct, 2014     1542

შსს საერთაშორისო საზოგადოებას კულუარულად არწმუნებს, რომ ენმ-ის მიმართ გამოძიება არ დაუწყია. წერილი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვადასხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებს გაუგზავნა, ტაბულას ერთ-ერთმა წყარომ მიაწოდა. წერილი შსს-ს მიერ არ გასაჯაროებულა.

წერილში ვკითხულობთ: “ჩვენი ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტმა, რომ ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საქართველოს შსს-მ დაიწყო სისხლისსამართლებრივი პროცედურები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს შეთქმულებას ან ამბოხებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად. ეს ინფორმაცია მცდარია და მიზნად ისახავს საერთაშორისო საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას. სამინისტროს სურს გაცნობოთ, რომ არანაირი გამოძიება, რომ არაფერი ვთქვათ სისხლისსამართლებრივ პროცედურებზე, არ დაწყებულა ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი არ ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ 315-ე მუხლით დაიწყოს გამოძიება პოლიტიკური პარტიის მიმართ, რომელიც, თავის მხრივ, ქართული კანონმდებლობით იურიდიულ პირს წარმოადგენს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ქვაკუთხედი ინდივიდუალური პასუხისმგებლობაა. სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს სასჯელს შეთქმულების ან ამბოხების მოწყობისთვის საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, არ ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ გამოძიება დაიწყოს იურიდიული პირის წინააღმდეგ ან მას დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.”

წყარო: "ტაბულა"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42