რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიო წესრიგისთვის ზიანის მიყენებაში დაადანაშაულა. რუსეთის ეროვნულ ინტერესებზე საუბრისას, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ „ის რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს, დათვი ნებართვას არავისგან იღებს და დათვი ტაიგას არავის დაუთმობს“.
პუტინი უკრაინის თემასაც შეეხო. მისი თქმით, თუ ოფიციალურ კიევს ტერიტორიის შენარჩუნება სურს, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ომი, დაიწყოს დიალოგი და არ არის საჭირო რომელიმე სოფელზე ჩაბღაუჭება. რუსეთი პრეზიდენტმა ეს განცხადებები სოჭში, ერთერთ კონფერენციაზე გამოსვლის დროს გააკეთა.
„განცხადებები იმის თაობაზე, თითქოს რუსეთს იმპერიის მსგავსი რაღაცის შექმნა სურს, თავისი მეზობლების სუვერენიტეტის შელახვის ხარჯზე, უსაფუძვლოა. რუსეთს მსოფლიოში ექსკლუზიური ადგილი არ სჭირდება. მსურს ეს ხაზგასმით აღვნიშნო. სხვათა ინტერესების პატივისცემით, ჩვენ უბრალოდ გვინდა, რომ ჩვენი ინტერესებიც იქნეს გათვალისწინებული და პატივი სცენ ჩვენს პოზიციას“, - განაცხადა პუტინმა.
მასალის გამოყენების პირობები






