რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ჯერჯერობით არ გაუქმდება. განცხადება ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბრიუსელში მიმდინარე ევროკაშირის სამიტზე გააკეთა.
სამიტის მონაწილეებმა რუსეთს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისკენ მოუწოდეს. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინსა და ანგელა მერკელს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. მხარეებმა დონბასში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს.
პარალელურად, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი სამ პირობას ასახელებს, რომლის შესრულების შემთხვევაში, რუსეთს სანქციები მოეხსნება. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, რუსეთმა ბუფერული ზონიდან ჯარები უნდა გაიყვანოს, უზრუნველყოფილი იყოს რუსეთ-უკრაინის საზღვრის ეფექტური დაცვა და ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების" ტერიტორიაზე, დანარჩენი ტერიტორიის მსგავსად, საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.
მასალის გამოყენების პირობები






