"ხომ გეუბნებოდი?!" - 10 რამ, რასაც დედა ამბობდა და მართალი აღმოჩნდა
ეს საინტერესოა - 09:33, 24 May, 2018     5916

საკუთარ გამოცდილებაზე იწყებ იმის გაგებას, რომ ბოსტნეული სასარგებლოა, ხოლო ლამაზი, მაგრამ მოუხერხებელი ფეხსაცმელი საუკეთესო დღესაც კი გაგიფუჭებთ. კიდევ რაში იყვნენ მართლები დედები?

„ცოტა კოსმეტიკა, მეტი ბუნებრივობა“. დედები ითხოვენ, რომ შვილმა შედარებით ცოტა კოსმეტიკა მოიხმაროს და მეტად მოუაროს სახის კანს. შეგახსენებენ, ჩამოიბანოთ კოსმეტიკური საშალებები დაძინებამდე და მაკიაჟის დიდ რაოდენობაზე უარი თქვათ. ისინი მართლები აღმოჩნდნენ: ახლა შენ ორჯერ ნაკლებ კოსმეტიკას მოიხმარ, ვიდრე 19 წლის ასაკში და შეუდარებლადაც გამოიყურები.

„კიდევ ბევრი მსგავსი სიტუაცია გექნება“. გახსოვს, როგორ ტიროდი პირველი სიყვარულის დაკარგვის შემდეგ და დედა გესაუბრებოდა, შენ კი ნერვები გეშლებოდა. „შენ მხოლოდ გეჩვენება, რომ ეს ნამდვილი გრძნობაა, მალე ყველაფერი გაივლის“. მართლაც: ახლა კარგად გესმის, რომ ორჯერ ფილმის ნახვა „საყვარელ ადამიანთან“ ერთად არაფერს ნიშნავს და რთულია შეგიყვარდეს ადამიანი, რომელიც ახლახანს გაიცანი.

„არ ღირს ასე წვრილად წარბების გაკეთება“. როგორც ცნობილია, თუ ხშირად ამოიღებთ წარბს, ის გაქრება. კარგია დედა რომ გეხვეწებოდათ ასე არ მოქცეულიყავით - ახლა სქელი წარბები ერთერთი ძირითადი მოდური ტენდენციაა!

„დილაობით უნდა ივარჯიშო“. მათ, ვინც დედის რჩევა გაითვალისწინეს, გადაეზარდათ შეუდარებელ ჩვევაში, ახლა კი იშვიათად ავადმყოფობენ და მეტსაც ასწრებენ. ასევე, იშვიათად აწუხებთ წელის ტკივილი.

„ერთი სამიანი ეს კიდევ არ არის სიცოცხლის დასასრული“. თქვენ კომპანიაში ერთერთ მნიშვნელოვან თანამდებობას იკავებს ადამიანი რომელიც „ოროსანი“ იყო. ნიშნები ყოველთვის არ წყვეტს, რა წარმატებას მიაღწევს ადამიანი ცხოვრებაში.

„დამიჯერე, ეს ჩონჩხის თავი მხარზე აუცილებლად მოგბეზრდება“. ასევე პირსინგი მუცელზე, ენაზე და ყურებზე. ახლა ხვდებით, რომ დედა მართალი იყო?

„თუ მას ნამდვილად მოსწონხარ, იგი ამას გამოამჟრავნებს“. დედები გვასწავლიან არ ვსდიოთ მამაკაცებს, არ ველოდოთ მათ ზარს ღამით და არ მოვიწვიოთ ჩვენივე გარემოცვაში. ეს გაკვეთილები ზრდასრულ ასაკში გვეხმარება, სადაც ანალოგიური კანონები მოქმედებს.

„აუცილებლად წაისვი მზისგან დამცავი კრემი და ატარე მზის სათვალეები“. 16 წლის ასაკში რთულია ნაოჭებზე ფიქრი, მაგრამ თუ დედამ თავის დროზე გაგაფრთხილა და დაუჯერე, ზრდასრულ ასაკში აუცილებლად გექნება შესაბამისი შედეგი.

„შეწყვიტე დიეტები“. მოზარდ ასაკში ჩვენი სხეული ფორმულირებას განიცდის, ამისთვის სრულყოფილი კვება აუცილებელია. თუ დედამ დროზე შეძლო შენი შეჩერება, ახლა ულამაზეს ქალურ ფორმებს უნდა ფლობდეთ.

„შენ ჩემი გოგო ხარ და ისეთი მიყვარხარ, როგორიც ხარ“. ეს სიტყვები ყველაზე მნიშვნელოვანია. რადგან დედები გვასწავლიან სწორედ იმას, რომ უნდა ვუყვარდეთ არა რაიმეს გამო, არამედ იმიტომ, რომ ვარსებობთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42