რას ფიქრობთ მაშინ, როცა გესმით როგორ უწოდებენ ვინმეს ჭკვიანს? შესაძლოა, თქვენ გიყალიბდებათ ინტელექტუალური გარეგნობის მქონე ადამიანის ჰაბიტუსი. მაგრამ იყო ჭკვიანი - ეს გაცილებით მეტია, ვიდრე მარტივად უპასუხო უბრალო კითხვებს და მიიღო კარგი შეფასებები ტესტებში.
ჭკვიანი ადამიანები ყოველთვის უთანაგრძნობენ სხვებს, არინ შემოქმედებითი ნიჭის, დაინტერესებულნი და ასევე, მადლიერებიც. ისინი აფასებენ საკუთარ თავს, როგორც უდიდესი სამყაროს ერთ პატარა ნაწილს. მათ იციან, რომ შესწევთ ძალა დიდი საქმეები აწარმოონ. ასევე, ჭკვვიანი ადამიანები არ ჩადიან შემდეგ ქმედებებს:
ისინი წარსულში დაშვებულ შეცდომებს არ აძლევენ უფლებას, აწმყოზე ზეგავლენა იქონიონ
ჭკვიანმა ადამიანებმა იციან, რომ დამარცხების გარეშე არაფერი გამოდის. ადამიანების უმრავლესობა წარსულში დაშვებულ შეცდომებს აძლევს უფლებას, ზეგავლენა იქონიოს აწმყოზე. ამ ყოველივემ კი შესაძლოა მათ მიზნის მიღწევაში ხელი შეუშალოს. თუმცა, ჭკვიანი ადამიანები ასე არ იქცევიან. ისინი წარსულს უკან იტოვებენ, იმიტომ, რომ მათ იციან, რაც გაკეთებულია, გაკეთებულია. ჭკვიანი ადამიანები შეცდომებს განიხილავენ, როგორც გაზრდისა და განვითარების საშუალებას.
ისინი ფოკუსირებას ნეგატივზე არ აკეთებენ
ჭკვიანმა ადამიანებმა იციან, რომ მათ საკუთარი აზრები მართავს. შედეგად, საკუთარი აზრების ფოკუსირებას პოზიტივზე აკეთებენ. მათ გულწრფელად სჯერათ, რომ აზრები მატერიალურია. მათ იციან, რომ ცხოვრება მარტივი და სასიამოვნო ხდება, როცა იყენებენ საკუთარ შესაძლებლობას - იოცნებონ, გაოცდნენ, შექმნან, ააშენონ, გადააკეთონ და შეიყვარონ.
ისინი არ გაურბიან საკუთარ პრობლემებს
ყველას ჰქონდა, აქვს და ექნება პრობლემები. პრობლემები იქმნება სამსახურში, ფინანსებში, ოჯახში, ჯანმრთელობის შემთხვევაში და ა.შ. ჭკვიანი ადამიანები ამ პრობლემებს პირისპირ ხვდებიან. ისინი ეძებენ გზებს მათ გადასაჭრელად. ხოლო, როცა მათ ფეხი დაუცდებათ, ისინი დგებიან და განაგრძობენ წინსვლას. მათ აქვთ სიმამაცე, რათა წინააღმდეგობა გაუწიონ საკუთარ შიშებს. მათ შესწევთ ძალა, განიხილონ ყველა პრობლემა, როგორც შესაძლებლობა, გახდნენ უკეთესები.
მათ არ ანაღვლებთ რას ფიქრობენ სხვები მათზე
ჭკვიანი ადამიანები არ აძლევენ საშუალებას სხვა ადამიანების ნეგატიურ დამოკიდებულებას ხელი შეუშალოს წინსვლაში, სრული ბედნიერებისა და წარმატების განცდაში. მსოფლიო სავსეა ცინიკოსი, სკეპტიკოსი და უარყოფითი ადამიანებით. თუმცა, ჭკვიანი ადამიანები მათ იცილებენ. ისინი გარშემო მათ შესაბამის ხალხს იკრებენ, რომლებიც იზირებენ მათ ღირებულებებსა და მისწრაფებებს. არსებობს კარგი ფრაზა: „თუ შენ ყველაზე ჭკვიანი ხარ, მაშინ შენ არასწორ ოთახში იმყოფები“.
ისინი არ კარგავენ დროს
ჭკვიანი ადამიანები არ კარგავენ ძვირფას დროს. ისინი დღის განრიგს არავითარ შემთხვევაში არ ცვლიან, არ ჩადიან ისეთ ქმედებებს, რაც მუშაობაში ხელს უშლით. არ კარგავენ დროს უაზრო საკითხების გადაჭრაში. თუმცა, აღიარებენ, რომ არ შეიძლება მუდმივად მუშაობდე. აუცილებელია ტვინის დასვენება.
ისინი არ ელიან მომენტალურ შედეგს
ჭკვიანმა ადამიანებმა იციან, რომ კარგი მასთან მიდის, ვისაც ლოდინი შეუძლია. ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, რომელსაც მომენტალური შედეგის ხილვა სურს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ ველით რომ ყველაფერი მარტივად და სწრაფად გამოვა. ჭკვიან ადამიანებს არ ავიწყდებათ, რომ არსებობს უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ შედეგი შედეგის გამო.
ისინი ფოკუსირებას არ აკეთებენ საკითხებზე, რომლებსაც ვერ აკონტროლებენ
ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს ისეთ საქმეებთან შეხება, რომელთა კონტროლიც არ შეგვიძლია. საცობები, უხეში ადამიანები და ა.შ. თუმცა, ჭკვიანი ადამიანები ამ ყოველივეს მშვიდად უდგებიან და კონცენტრირებას იმაზე აკეთებენ რისი კონტროლიც შეუძლიათ. მათ იციან, რომ გონების სიმშვიდე - სიბრძნის ერთერთი საუკეთესო გამოვლინებაა. ისინი ამ საჩუქრის მეშვეობით მაქსიმუმის მიღებას ცდილობენ.
ისინი არ კარგავენ დროს ადამიანებზე, რომლებიც მათ ხელს უშლიან
ჭკვიანი ადამიანები გარშემო სხვა ჭკვიან ადამიანებს იკრებენ. ისინი გამოყოფენ დროს ოჯახებისთვის, მეგობრებისთვის და ნაცნობებისთვის, რომლებიც იზიარებენ მათ ღირებულებებს და ცხოვრებისეულ შეხედულებებს. ისინი ასევე აანალიზებენ, რომ მათ სჭირდებათ იმ დროის შემცირება, რომელსაც ნეგატიურ ადამიანებთან ატარებენ. სწორედ ამიტომ, ისინი მეტ დროს პოზიტიურ, ინტელექტუალ და მხიარულ ხალხს უთმობენ.
ისინი არ იჩენენ ქედმაღლობას
თქვენ ვერასდროს გაიგებთ ჭკვიანი ადამიანისგან ფრაზას იმის შესახებ, რომ ის ჭკვიანია, იმიტომ რომ ჭკვიანი ადამიანები - მოკრძალებულებიც არიან. ისინი საკუთარი მოკრძალებულობით ამაყობენ კიდეც. ისინი არ ტრაბახობენ საკუთარი წარმატებებითა და ჯილოდებით.
მათ არ ავიწყდებათ გადაიხადონ მადლობა
თქვათ „გმადლობთ“ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც აუცილებლად უნდა გააკეთოთ. თუ რა თქმა უნდა გსურთ იყოთ „ჭკვიანი“. ჭკვიანმა ადამიანებმა იციან, რომ მსოფლიო მათ გარშემო არ ტრიალებს. მათ სჯერათ სიკეთის სიძლიერის და იციან, რომ უბრალო ქმედებამ, მაგალითად ღიმილმა, შესაძლოა შეცვალოს რაიმე ცხოვრებასა და მათ მომავალში.
მასალის გამოყენების პირობები






