"უცხოეთიდან დაბრუნებულს ოჯახი დანგრეული დამხვდა"
"ბოლო რამდენიმე წელია საქართველოდან უამრავი ქალი მიდის უცხოეთში სამუშაოდ. ვერ წარმოიდგენთ, იქ როგორი გაჭირვების ფასად ახერხებენ ლუკმაპურის შოვნას, რამდენი გაჭირვების გადატანა უწევთ, რომ საქართველოში დარჩენილ ოჯახს ფული გამოუგზავნონ და არაფერი მოაკლონ.
მეც ბევრი წელი ვიშრომე საბერძნეთში. არაადამიანური შრომით ქმარ–შვილს უამრავი რამ გავუკეთე. ორივე შვილს სახლები ვუყიდე, მანქანებსა და სხვა რაღაცეებზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. ქმარს უჩემობა რომ არ ეგრძნო, ბავშვივით ვანებივრებდი. მისთვის ცალკე ვაგზავნიდი ამანათს. რომ იტყვიან, მთელ ოჯახს ხელისგულზე ვატარებდი.
საბერძნეთში კრიზისი რომ დაიწყო, იქიდან წამოსვლაზე დავიწყე ფიქრი. ვამბობდი, უკვე საკმარისად ვიშრომე, საქართველოში ისე ავაწყვე ყველაფერი, აღარაფერი გამიჭირდება–მეთქი. წამოვედი მონატრებულ სამშობლოში, მონატრებულ ოჯახთან. ყველა სიხარულით დამხვდა, მეც ეიფორიაში ვიყავი, ვეხვეოდი ჩემებს, ვეფერებოდი. როგორც კი ეს წლების განმავლობაში ნაგროვები ემოცია ჩაცხრა, ყველაფერს სხვა თვალით შევხედე. მივხვდი, რომ ქმრის გული მე აღარ მეკუთვნოდა და სხვაზე ფიქრობდა. სიმართლის თქმა რომ მოვთხოვე, ძალიან უბრალოდ მიპასუხა, ამდენი წელი აქ არ იყავი და უქალოდ როგორ გავძლებდიო. შვილებიც გაუცხოებულები დამხვდნენ. ჩემმა ვაჟმა ბებია ასეთი სიტყვებით ადღეგრძელა, როცა დედამ დაგვტოვა, დედობა შენ გაგვიწიე, მე და ჩემი და შენ გაგვზარდეო. შევუსწორე, კი არ დაგტოვეთ, იძულებული ვიყავი, წავსულიყავი–მეთქი. მიპასუხა, ერთი და იგივეაო.
ჩემი გოგონა გათხოვილია და მასთან რამეზე ლაპარაკს აზრი არ აქვს, უცხოსავით მიყურებს. სულ თავის პრობლემებზე მესაუბრება, მეუბნება, რა უნდა და რა – არა, ის კი არ აინტერესებს, მე რამე მაწუხებს თუ არა.
არავის ვეუბნები, მაგრამ ისევ უკან მინდა დაბრუნება. ჩემს აქ ყოფნას რა აზრი აქვს? ოჯახი ფაქტობრივად დანგრეული დამხვდა. მალე ალბათ აქაურობას დავტოვებ და არც კი ვიცი, ჩამოსვლის გადაწყვეტილებას ისევ მივიღებ თუ არა. მაგრამ იმ წლებზეც ვდარდობ, ვითომ ჩემი ოჯახის შენებას რომ შევალიე. თურმე ქვიშაზე მიშენებია სასახლე. ჩემს ცხოვრებას საძირკველი გამოეცალა და ჩამოიშალა. არც კი ვიცი, რამის აშენებას ისევ მოვახერხებ თუ არა, მაგრამ აქ გაჩერებას მაინც ვეღარ შევძლებ. "
სარკის ერთგული მკითხველი
http://sana.ge/
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა