"შეყვარებულს ჩემზე უთხრეს, ფულიან ბიჭებზე ნადირობსო"
ეს საინტერესოა - 14:11, 24 Oct, 2014     5841
ჩემი შეყვარებული შეძლებული ოჯახიდან არის, მაგრამ არც მე მყავს ღარიბ–ღატაკი მშობლები. ერთმანეთი წლინახევრის წინ გავიცანით. "ფეისბუქზე" დაქალებთან ერთად გადაღებული ფოტო ავტვირთე, რომელსაც ცუდი კომენტარი გაუკეთა. ძალიან გავბრაზდი და მივწერე, ჩემთვის უცნობი ადამიანი ხარ და ასეთი რამის გაკეთების უფლება არ გქონდა–მეთქი. მიპასუხა, მალე გაგიცნობ და უცნობები აღარ ვიქნებითო. ძალიან მხიარული რაღაცეები მომწერა და წყენა მაშინვე გამიქრა. ყოველდღე მწერდა, უნდა გაგიცნო, რომ შენთვის უცნობი ბიჭი აღარ ვიყოო.
ერთი თვის შემდეგ მართლაც შევხვდი. სხვა ბიჭებისგან გამორჩეულია, სულ სხვანაირად ლაპარაკობს, ძალიან სიმპათიურია, კულტურული, კარგ განათლებას იღებს და, მითხარით, რატომ არ შემიყვარდებოდა?! თანაც ძალიან ყურადღებიანია. სულ იმაზე ფიქრობს, რითი მასიამოვნოს, რითი გამახაროს. მგონია, რომ ჩემი სულის ნაწილია, სიგიჟემდე მიყვარს. მის გარეშე ცხოვრებას ვერ შევძლებ. მასაც ვუყვარვარ. მეუბნება, სკოლას დაამთავრებ თუ არა, მაშინვე ცოლად გამომყევიო. დედამისმაც მითხრა, შენი უმაღლესში ჩარიცხვა ჩვენს სახლში უნდა აღვნიშნოთო.
წერილის დასაწყისში ვთქვი, რომ ჩემს შეყვარებულს შეძლებული ოჯახი ჰყავს, მამამისი საკმაოდ მდიდარი კაცია. ჩემმა კლასელებმა და მეზობელმა გოგონებმა ჭორაობა დაიწყეს, თითქოს იმიტომ შემიყვარდა, რომ მდიდარია. ერთმა ისიც კი მითხრა, ეგ რომ ღარიბი იყოს, ზედ არ შეხედავდიო. ძალიან გავმწარდი! თავიდან სულ არ ვიცოდი, მდიდარი იყო თუ არა, მაგრამ მომეწონა და შემიყვარდა. ყველაზე ცუდი ის არის, რომ შეყვარებულის ყურამდე მიიტანეს, რომ მე სიმდიდრეს ვარ დახარბებული. ანონიმური "ლინკით" ვიღაცას "ფეისბუქში" მიუწერია, შენი შეყვარებული ფულიან ბიჭებზე ნადირობს, შენზე მდიდარს თუ ნახავს, მაშინვე მიგატოვებსო.
მართალია, შეყვარებულს ამის გამო ჩემთვის არაფერი უთქვამს, ეჭვიანობა არ გამოუმჟღავნებია, მაგრამ გავიგე, რომ ჩემს ნაცნობებში კითხულობს, ადრე შეყვარებული მყავდა თუ არა. ის პირველი სიყვარულია ჩემთვის, მაგრამ ხომ შეიძლება რომელიმე ბოროტმა ადამიანმა უთხრას, კი, ჰყავდაო, მერე რა მეშველება?
არ მესმის, ამ ხალხს ჩემი ბედნიერება რატომ არ უხარია? მე ხომ მათთვის არაფერი დამიშავებია? ყველას ვთხოვ, ჩვენ შორის ნუ ჩადგებიან და საყვარელ ადამიანს ნუ დამაშორებენ!
"სარკის" ერთგული მკითხველი, 17 წლის
http://sana.ge/




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42