მეცნიერების მტკიცებით, უნალექო ყავისა და ბრაზილიური კაკლის ხშირი მოხმარება მკერდის ზრდას უწყობს ხელს.
ადამიანის კვების ცენტრის პროფესორი, გიუნტერ კუხლე, რომელმაც 500-ზე მეტი დასახელების საკვები პროდუქტი შეისწავლა, აცხადებს, რომ 100 გრამი უნალექო ყავა 1,833 მიკროგრამ ნივთიერებას შეიცავს, რომელიც ესტროგენების მსგავსია. ხოლო ბრაზილიური კაკალში ეს ნივთიერება 867 მიკროგრამია. ეს ნივთიერება მკერდის ზომის ზრდას უწყობს ხელს, მაგრამ მკერდი არა ქალებს, არამედ კაცებს ეზრდებათ.
უფრო მეტიც, ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ეს პროდუქტები გაცილებით მეტი რაოდენობით ფიტოესტროგენებს შეიცავს (ნივთიერებები, რომლებიც გავლენას ახდენენ სექსუალურ მახასიათებლებზე). ქალებისთვის კი ფიტოესტროგენები ძალიან საშიშია, რადგან მათი გადაჭარბებული გამოყენება უშვილობასა და სარძევე ჯირკვლის კიბოს იწვევს.
მასალის გამოყენების პირობები






