მწერალმა ლელა კოდალაშვილმა, გუშინ სოციალური ქსელის მეშვეობით, თბილისში მომხდარი რასიზმის ამსახველი ფაქტის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. როგორც მწერალი აცხადებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მგზავრებმა, ფერადკანიან ახალგაზრდა მამაკაცს შეურაცხმყოფელი ფრაზებით მიმართეს და იგი ტრანსპორტიდან ჩამოაგდეს.
როგორც „ნოიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისსტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისიხლის სამართლის კოდექსისი 142-ე მუხლით დაიწყო, რაც ითვალისწინებს ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევას, მათი რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიისადმი დამოკიდებულების, აღმსარებლობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული, ეთნიკური, სოციალური, რომელიმე წოდებისადმი ან საზოგადოებრივი გაერთიანებისადმი კუთვნილების, წარმოშობის, საცხოვრებელი ადგილის ან ქონებრივი მდგომარეობის გამო.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება თვითმხილველ ქალბატონს, მწერალ ლელა კოდალაშვილსაც დაკითხავს.
მასალის გამოყენების პირობები






