სოფელ მოხეში დაკავებული თოთხმეტივე პირი თავისუფალია. სამი ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს, 11-ს კი 250 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
მათი სასამართლო პროცესი დაახლოებით 7 საათი გაგრძელდა და საქმის განხილვა ღამის პირველი საათისთვის დასრულდა. ისინი გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და ჯარიმის დაკისრებას აპროტესტებენ.
გათავისუფლებულები აცხადებენ, რომ ჯარიმის ოდენობა მათი ფინანსური შესაძლებლობებისთვის ძალიან დიდია და მის გადახდას ვერ შეძლებენ.
თერთმეტივეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის ქონდათ ბრალი წარდგენილი. სამი კი სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით, პოლიციის მიმართ ჯგუფურის წანააღმდეგობისთვის იყო დაკავებული. ისინი ახალციხიდან ბორჯომში გადაიყვანეს, თუმცა მოგვიანებით მტკიცებულებების არ არსებობის გამო, ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს.
მასალის გამოყენების პირობები






