1966 წლის ცნობილი ყაჩაღობა: პოლიციელების მკვლელი 48 წლის შემდეგ თავისუფალია
ეს საინტერესოა - 00:40, 24 Oct, 2014     3414
ინგლისში ერთ-ერთი ცნობილი დამნაშავე თავისუფალია. სამი პოლიციელის მკვლელი ჰარი რობერტსი 48 წლის შემდეგ ციხიდან გაათავისუფლეს. პოლიცია მისი გათავსუფლების ფაქტს, ,,სახეში სილის გაწვნად“ აფასებს.

ეს მოხდა 48 წლის უკან, თუმცა ტრამვამ დღეს თავი იჩინა. 1966 წლის 12 აგვისტოს ყაჩაღურმა დაჯგუფებამ ლონდინში სამი შეუიარაღებელი პოლიციელი ჩაცხრილა. დამნაშავეთაგან სამს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

მთავარ დამნაშავეს ჰარი რობერტს კი გაათავისუფლებენ. 78 წლის ასაკში ის საზოგადოებისთვის საშიშროებას აღარ წარმოადგენს, ამ მოტივით სასამართლომ ის ვადაზე ადრე გაათავისუფლა. სულ მალე რობერტსი კემბრიჯის ციხეს დატოვებს.

ბრიტანული გამოცემები ამას დიდ გამოწვევად აფასებენ. პოლიციელთა პროფკავშირის წევრები სასამართლო სისტემის მხიდან თავს მოტყუებულად მიიჩნევენ. ამ ცივსისხლიანმა ადამიანმა დაუნდობლად მოკლა სამი პოლიციელი, - ამბობს ინგლისისა და უელსის პოლიციელთა კავშირის თავმჯდომარე სტივ უაიტი. მისი გათავისუფლება ,,სახეში სილის გაწვნაა“. ტოტალურ სიყალბეზე საუბრობს ლონდონის პოლიციის კავშირის თავმჯდომარე ჯონ ტული.

პოლიციელების მკვლელობამ მაშინ მთელი საზოგადოება შეძრა. რობერტსი ხალხისთვის ყველაზე საძულველ პიროვნებად იქცა.

1966 წლის 12 აგვისტოს რობერტსი თავის ორ თანამოაზრესთან ჯეკ უიტნისა და ჯონ გუდისთან ერთად ლონდონის ციხესთან ახლოს ავტომობილში ისხდნენ და მორიგ ყაჩაღობას გეგმავდნენ.

როდესაც სამმა პოლიციელმა საეჭვოდ მოძრავი ავტომანქანა შემოწმების მიზნით გააჩერა, ყაჩაღები პანიკამ მოიცვა. რობერტსმა თავისი ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და 25 წლის პოლიციელი დევიდ ვომბველი მოკლა. ამის შემდეგ გადაწყვიტა, გაქცეული ოფიცერი კრისტოფერ ჰიდიც მოეკლა. ასევე მოკლეს მესამე პოლიციელი ჯეფრი ფოკსი. ეს ყოველივე მოხდა დღისით, ქუჩაში, სადაც ბავშვები თამაშობდნენ.

როგორც კი მისი დაჯგუფების ორი წევრი დააკავეს, რობერტსმა შეძლო გაქცევა და მიმალვა. ამის შემდეგ სკოტლანდ-იარდმა ინგლისის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საქმის გამოძიება დაიწყო. სამი თვის განმავლობაში რობერტსი კატა თაგვობანას ეთამაშებოდა. თავის დროზე მან ჯარში ყოფნისას თვითგადარჩენის მეთოდები კარგად გამოიმუშავა. მოგვიანებით კი მან ჰერეფორდშირის საგრაფოში ხელოვნურ გამოქვაბულს შეაფარა თავი.

მოსამართლემ მას სამუდამო პატიმრობის განაჩენი სამჯერ გამოუტანა, განაჩენის მოსმენისას მან რობერტს განუცხადა, რომ ვერ კი წარმოედგინა თუ როდესმე, ქვეყნის რომელიმე შინაგან საქმეთა მინისტრი მას გაათავისუფლებდა. ეს მართლაც რთულად წარმოსადგენი იყო ხელისუფლებისგან. რობერტსმა 1966 წლიდან მოყოლებული პატიმრობის მინიმალური ვადა 30 წელი მოიხადა. ახლა კი იმ მოტივით, რომ ის საშიშროებას აღარ წარმოადგენს მალე გათავისუფლდება. რობერტსი ერთადერთია მის თანამზრახველთა შორის, რომელიც ცოცხალი გადარჩა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42