სააკაშვილი-მერაბიშვილი-კოდუას საქმის გამოძიების რეკომენდაცია - რა წერია უცხოელ ექსპერტთა დასკვნაში
სამართალი - 19:26, 23 Oct, 2014     2845

რა წერია უცხოელი ექსპერტების დასკვნაში, რომლის მიხედვითაც პროკურატურას რეკომენდაცია მიეცა ვალერი გელაშვილზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით სააკაშვილის, მერაბიშვილის და კოდუას საქმეზე გამოძიება გაგრძელდეს. მთავარი პროკურატურა მათ მიერ მოწვეული ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის დასკვნას აქვეყნებს.

„გამომგზავნი: ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფი საქართველოში

მიმღები: გიორგი ბადაშვილი, საქართველოს მთავარი პროკურორი

თარიღი: 2014 წლის 24 ოქტომბერი

საკითხი: წინასწარი დასკვნა 2005 წლის 14 ივლისს ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით

ძვირფასო ბატონო, თქვენი თხოვნის შესაბამისად ჩამოვაყალიბეთ ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფი, იმ მიზნით, რათა დროდადრო მოგაწოდოთ ჩვენი წერილობითი მოსაზრება თქვენი ოფისის მიერ წარმოებულ გარკვეულ გამოძიებებთან დაკავშირებით. ამასწინათ, თქვენ გვთხოვეთ, რომ შეგვესწავლა თქვენი ოფისის მიერ მოწოდებული მასალები, რომლებიც შეეხება 2014 წლის 14 ივლისს ქ. თბილისში, ვალერი გელაშვილისა და სხვათა მიმართ განხორციელებულ თავდასხმის ფაქტს. თქვენი თხოვნის შესაბამისად, ჩვენ უნდა მოგაწოდოთ შეფასება პროკურატურის წარმოებაში არსებულ მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით და მოგცეთ რჩევა, ამ ეტაპზე უნდა გაგრძელდეს თუ არა ბრალდებულთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა. საქმის შესწავლის პროცესში, ჩვენ შეგხვდით თქვენ და თქვენს თანამშრომლებს თბილისში, 2014 წლის 20-22 ივლისს, იმ მიზნით, რომ განგვეხილა საქმე და მოვმზადებულიყავით საქმის მასალების შესწავლისთვის. შემდგომში თქვენ მოგვაწოდეთ წერილობითი ანგარიში, რომელიც შეიცავდა მოწმეთა ჩვენებებს ექსპერტიზის დასკვნებს, სასამართლო ოქმებს, შესაბამის კანონმდებლობასა და დაკავშირებულ მასალებს, რომელთა უმრავლესობა უკვე ხელმისაწვდომია ბრალდებულებისთვის. ჩვენ შევისწავლეთ აღნიშნული ანგარიში და მასალები, და მოვითხოვეთ თქვენგან დამატებითი ინფორმაცია, რომელიც მოგვაწოდეთ 2014 წლის 9 ოქტომბერს. 2014 წლის 22 ოქტომბერს ჩვენ დავბრუნდით საქართველოში თქვენთან და თქვენს თანამშრომლებთან დამატებითი განხილვების მიზნით, რა დროსაც თქვენ მოგვაწოდეთ დამატებით მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომლებიც წარდგენილ იქნება სასამართლოში. ჩვენ ასევე მიმოვიხილეთ სისხლის სამართლის დანაშაულები. ჩვენი წინასწარი შეფასება ეფუძნება მხოლოდ თქვენ მიერ მოწოდებულ მასალებსა და თქვენთან და თქვენს თანამშრომლებთან ერთად წარმოებულ განხილვებს. როგორც თქვენ აღნიშნეთ, გამოძიება მიმდინარეობს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაბრალდების მხარე განაგრძობს მტკიცებულებების შეგროვებას, განსაკუთრებით იმ საკითხებთან მიმართებით, რომლებიც ჩვენ განვიხილეთ შეხვედრის დროს. იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც ამ დროისთვის არის ხელმისაწვდომი და რომლებიც, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოგვეწოდა ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ შემდეგი წინასწარი დასკვნა:

ჩვენ გვჯერა, რომ არსებული მასალები არის სამართლებრივად და ფაქტობრივად საკმარისი იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის, ერეკლე კოდუასა და გია სირაძის მიმართ განხორციელდეს სისხლისსამართლებრივი დევნა სხვადასხვა დანაშაულებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია ვალერი გელაშვილის მიმართ 2005 წლის 14 ივლისს განხორციელებულ ფიზიკურ შეურაცხყოფასთან.

ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ უნდა განაგრძოთ გამოძიება და მიმართოთ სასამართლოს, სადაც ყველა დარჩენილი საკითხი იქნება განხილული შეჯიბრებით პროცესში. ჩვენ აღვნიშნავთ, რომ ეს დასკვნა არის წინასწარი და შეიძლება დაექვემდებაროს სამომავლო გადასინჯვას, თუ გამოძიება გაგრძელდება და ჩვენს ჯგუფს წარედგინება დამატებითი მტკიცებულებები. დასასრულს, ჩვენ ვსარგებლობთ შემთხვევით, რათა კმაყოფილება გამოვხატოთ თქვენი, პროკურორებისა და გამომძიებლების ამ საქმეზე მუშაობასთან დაკავშირებით. შეხვედრების დროს ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათმა პატიოსნებამ და გულწრფელობამ. გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ გამოძიება ჩატარდა კეთილსინდისიერად და პროფესიონალურ დონეზე. კიდევ ერთხელ გმადლობთ თანამშრომლობისთვის და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში კვლავაც განვაგრძობთ თქვენთან მუშაობას.

პატივისცემით, პოლ კოფეი მოშე ლადორი სერ ჟოფრეი ნაისი“,- აღნიშნულია პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42