პროკურატურის საგანგებო განცხადება ვალერი გელაშვილის საქმეზე
სამართალი - 17:18, 23 Oct, 2014     2360

საქართველოს მთავარი პროკურატურა ვალერი გელაშვილის სამქესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს მთავარი პროკურატურის მოწვევით, 22 ივლისს თბილისში ჩამოვიდა მსოფლიოში აღიარებული სისხლის სამართლის პრაქტიკოს-სპეციალისტთა ჯგუფი. იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავრი პროკურორის მოადგილე სერ ჯეფრი ნაისი, ისრაელის ყოფილი სახელმწიფო პროკურორი და ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების ყოფილი დირექტორი პოლ კაფი.

მთავარი პროკურატურის ინიციატივით, მოწვეული სპეციალისტებისაგან შეიქმნა პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფი, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ქართველი პროკურორებისათვის მათი გამოცდილებისა და სამართლის სფეროში არსებული მსოფლიო პრაქტიკის გაზიარება. რაც მნიშვნელოვანია სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების წარმოების და პროცესის გამჭვირვალობისათვის.

პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფმა დაასრულა მუშაობა 2005 წლის 14 ივლისს ვალერი გელაშვილზე განხორციელებულ თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით და მოამზადა დასკვნა. საქმის შესწავლის პროცესში, უცხოელ სპეციალისტებს პროკურატურის მიერ მიეწოდათ საგამოძიებო მასალები, მოწმეთა შვენებები, ექსპერტიზის დასკვნები და სხვა მტკიცებულებები. აღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ, საქმეზე მომზადდა წინასწარი დასკვნა.

გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებები და მასალები, სამართლებრივად და ფაქტობრივად საკმარისია იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის, ერეკლე კოდუასა და გია სირაძის მიმართ გაგრძელდეს სისხლის სამართლებრივი დევნა, ვალერი გელაშვილის მიმართ 2005 წლის 14 ივლისს განხორციელებულ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით და საქმე წარმართულ იქნას სასამართლოში“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42