,,1 იანვარს, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ახმეტაში მცხოვრები,1986 წელს დაბადებული გიორგი ქ. დააკავეს. დაკავებულმა, ამავე ქალაქში მცხოვრებ, პარლამენტის დეპუტატის ზურაბ ზვიადაურის ძმასთან, ზვიად ზვიადაურთან ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა, მან, დაშინების მიზნით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, რამდენჯერმე გაისროლა ზვიადაურის საცხოვრებელი სახლის მიმართულებით’’-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ახმეტის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, ზურაბ ზვიადაურის სახლს ახალი წლის ღამეს ავტომატიდან ესროლეს. შემთხვევა ახალი წლის ღამეს, დაახლოებით 01.00-დან 01.30 საათამდე მოხდა. შენობას 13 ტყვია აქვს მოხვედრილი. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა.
მასალის გამოყენების პირობები






